U20. მ/ჩ: საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოსა და ირლანდიას შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX ადგილისთვის მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი მორაგბეები კარგად იცავდნენ თავს.

21-ე წუთზე ირლანდიელებმა დაწინაურება მოახერხეს. ლელო ალან თაინენმა დაგვიდო. მეტოქემ გარდასახა და ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა.

28-ე წუთზე "უმცროსმა ბოჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.

32-ე წუთზე ქართველეი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. აფრასიძემ
გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ - 10:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხე, ქულები მეტოქე გელან დორისმა მოუტანა. კონორ დინმა გარდასახა - 14:10.

50-ე წუთზე ლელო ირლანდიელთა კაპიტანმა პოლ ბოილმა დაამიწა, დინმა კვლავ გარდასა და ანგარიში 21:10 გახდა.

55-ე წუთზე გელა აფრასიძემ ულამაზესი სოლო რეიდი განახორციელა, რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე მორაგბეები დააბნია და ლელო დადო - 15:21. სამწუხაროდ აფრასიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა ვერ გადასახა.

- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

61-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 18:21 გახდა.

74-ე წუთზე კონორ დინმა ჯარიმა გაიტანა - 24:18. საბოლოოდ საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ამ წაგების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს. ირლანდიას კი მე-9 ადგილი ხვდა წილად.

დღეს ასევე გაიმართა შეხვდრა მე-11 ადგილისთვის, სადაც არგენტინამ სამოას ანგარიშით 53:42 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლა კაი ბავშვები არიან, დიდებს ელიტაში ორი მსოფლიო დასჭირდათ რო დასკვნითზე თამაში მოეგოთ და ისიც ნამიბიით დაიწყეს და მერე რუმინეთი ჩაახურდავეს
ამათმა ერთი შეყვეს თავი მსოფლიო ელიტაში და იტალიას მოუგეს,, ეხლა კიდე უკეთ ითამაშეს და არგენტინის მოგებას პლიუს ირლანდიასთან ამგავრი თამაში აჩვენეს.
მე მგონია რომ მწვრთნელები კიდე კარგად ვერ მიმხვდარან რა ბავშვები ყავთ აქტივში.
უკვე მეორე მსფოლიოა ბიჭები ათეულის მყარი წევრები არიან და მომავალს გაუმჯობესებული შედეგით ვხვდებით
იბადებიან მართლაც ახალი ვარსკვლავები და უმჯობესდება ხარისხი
აი ამათ უნდათ ეხლა კაარგი სამწვრთნელო შტაბი
bosa
01:01 19-06-2017
0
ყოველი შემდეგი თაობა მგონი უკეთესი მოდის. 15 ნომერი ვერ გამოჩნდა ისეთი რომ მეკო შეცვალოს ერთი. 2019ის მერე ალბათ მეკოს შემცვლელი ნაპოვნი უნდა იყოს უკვე და 10 ნომრებიც გვჭირდება სხვა მგონი უკვე კაი გუნდი იქნება 2023ში ჯგუფიდან გასვლაზე გვექნება პრეტენზია.
0

სიახლეები პოპულარული