U20. მ/ჩ: საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოსა და ირლანდიას შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX ადგილისთვის მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი მორაგბეები კარგად იცავდნენ თავს.

21-ე წუთზე ირლანდიელებმა დაწინაურება მოახერხეს. ლელო ალან თაინენმა დაგვიდო. მეტოქემ გარდასახა და ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა.

28-ე წუთზე "უმცროსმა ბოჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.

32-ე წუთზე ქართველეი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. აფრასიძემ
გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ - 10:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხე, ქულები მეტოქე გელან დორისმა მოუტანა. კონორ დინმა გარდასახა - 14:10.

50-ე წუთზე ლელო ირლანდიელთა კაპიტანმა პოლ ბოილმა დაამიწა, დინმა კვლავ გარდასა და ანგარიში 21:10 გახდა.

55-ე წუთზე გელა აფრასიძემ ულამაზესი სოლო რეიდი განახორციელა, რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე მორაგბეები დააბნია და ლელო დადო - 15:21. სამწუხაროდ აფრასიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა ვერ გადასახა.

- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

61-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 18:21 გახდა.

74-ე წუთზე კონორ დინმა ჯარიმა გაიტანა - 24:18. საბოლოოდ საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ამ წაგების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს. ირლანდიას კი მე-9 ადგილი ხვდა წილად.

დღეს ასევე გაიმართა შეხვდრა მე-11 ადგილისთვის, სადაც არგენტინამ სამოას ანგარიშით 53:42 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლა კაი ბავშვები არიან, დიდებს ელიტაში ორი მსოფლიო დასჭირდათ რო დასკვნითზე თამაში მოეგოთ და ისიც ნამიბიით დაიწყეს და მერე რუმინეთი ჩაახურდავეს
ამათმა ერთი შეყვეს თავი მსოფლიო ელიტაში და იტალიას მოუგეს,, ეხლა კიდე უკეთ ითამაშეს და არგენტინის მოგებას პლიუს ირლანდიასთან ამგავრი თამაში აჩვენეს.
მე მგონია რომ მწვრთნელები კიდე კარგად ვერ მიმხვდარან რა ბავშვები ყავთ აქტივში.
უკვე მეორე მსფოლიოა ბიჭები ათეულის მყარი წევრები არიან და მომავალს გაუმჯობესებული შედეგით ვხვდებით
იბადებიან მართლაც ახალი ვარსკვლავები და უმჯობესდება ხარისხი
აი ამათ უნდათ ეხლა კაარგი სამწვრთნელო შტაბი
bosa
19 ივნისი 2017 01:01
0
ყოველი შემდეგი თაობა მგონი უკეთესი მოდის. 15 ნომერი ვერ გამოჩნდა ისეთი რომ მეკო შეცვალოს ერთი. 2019ის მერე ალბათ მეკოს შემცვლელი ნაპოვნი უნდა იყოს უკვე და 10 ნომრებიც გვჭირდება სხვა მგონი უკვე კაი გუნდი იქნება 2023ში ჯგუფიდან გასვლაზე გვექნება პრეტენზია.
gia
18 ივნისი 2017 15:52
0
20 წლამდელებისთვის ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.
არ მეგონა ასეთი "გრძელი სკამი" თუ გვექნებოდა.
ყველა კარგად თამაშობდა თავის პოზიციებზე. აფრასიძე ყოჩაღ, სწრაფი და სხარტი აზროვნების კაცი ყოფილა.
ყველა პოზიციაზე კარგად ვითამაშეთ, ცოტა რასპასოვკაა დასახვეწი ვარჯიშებზე (კარგად გადაცემა და ბურთის დაჭერა).!
წაგებად არ ვთვლი, ისეთი პერსპექტიული გუნდი გვყოლია.
18 ივნისი 2017 15:47
0
აფრასიძემ ლელო დადო, მსოფლიოს ნებისმიერი მორაგბე სიამაყით მოაწერდა ხელს. სასწაული გააკეთა ამ ბიჭმა.
Irakliy
18 ივნისი 2017 15:43
0
დიდებული ნაკრები გვყვავს, ძალიან მაგრები არიან, თქვენ გაიხარეთ, ჩავთვალოთ რომ ეს თამაში მოგებული გვაქვს. სად ტ.....ში წავლენ მსოფლიო რაგბის ბობოლები. საქართველოს ახალგაზრდები იმსახურებენ ახალგაზრდულ 6 ერს. და აფრასიზე საოცრება იყო მარტლაც საოცრება. დიდი მადლობა ბიჭებს.
გიორგი
18 ივნისი 2017 15:17
0
ეს ის შემთხვევაა, სადაც ასეთი წაგებული თამაში მირჩევნია ზოგ მოგებულს. მადლობა ბიჭებს!!!
მინდია
18 ივნისი 2017 15:15
0
ვგიჟდება აფრასიძესა და ჩვენ რაგბისტებზე,რაგბი ჩვენი თამაშია
mari
18 ივნისი 2017 15:13
0
ყოჩაღ ბიჭებს, პრაქტიკულად მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და უძლიერეს ირლანდიას ტოლ-სწორად ეთამაშნენ (თუ არ ჩავთვლით ირლანდიელების "გაქცევას" მეორე ტაიმის დასაწყისში). ეს თამაში ნამდვილად იყო "ექსვსი ერის" დონეზე (მინიმუმ!), ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი კლასის გუნდის შესრულებით. კარგია, რომ ბოლო წუთებმა ჩვენების უპირატესობით ჩაიარა. ეს უკვე კლასის მატებაზე მიუნიშნებს. ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, გააგრძელეთ მუშაობა და განვითარება და ირლანდიასაც და მათზე კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებსაც მოუგებთ აუცილებლად! მთავარია მსოფლიო ჩემპიონატზე ვრჩებით.
Kaxa
18 ივნისი 2017 15:09
0
ნეტავ სად არი ის ხალხი ვინც წაგებების მერე წერდა რაგბი ჩვენი თამაში არ არიო.?
პაატა
18 ივნისი 2017 14:58
0
აფრასიძე კი გენიალური იყო მართლა.
პაატა
18 ივნისი 2017 14:56
0

სიახლეები პოპულარული