- U20. მ/ჩ: საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა
"მეორე ტაიმი ჩვენმა მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ჩაატარა. თამაში ცუდად დავიწყეთ, შემდეგ დავლაგდით, პირველი ტაიმის ბოლოს მოვუმატეთ და გვინდოდა, მეორე ტაიმშიც უპირატესობა ჩვენი ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ მათ ბურთი დიდი ხნის განმავლობაში დაიჭირეს და გადაწყობა ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი შეიძლება დაღლას და კონცენტრაციას
მცირე დეტალებზე მეტი ყურადღება რომ გაგვემახვილებინა, ალბათ მოვიგებდით. ფეხით გვიგდებდნენ ბურთს ხშირად და სწორედ ამან დაგვაზარალა ყველაზე მეტად. ჩვენი ძლიერი მხარე შერკინება იყო და ისიც მსაჯის გამო ვერ გამოვიყენეთ.
ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის ნაკრებში ეს მეორე წელია. მსურს, მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში თავს არ ზოგავდა. იმათ, ვინც შემდეგ წელს 20-წლამდელთა ნაკრებში აღარ იქნება, წარმატებას ვუსურვებ.
ვფიქრობ, გეგმა, რომელიც თავიდანვე დავისახეთ, შევასრულეთ. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩავატარებდით, რამდენიმე მორაგბეს ტრავმა ჰქონდა, იყო სხვა სახის პრობლემებიც და სადღაც უნდა დაგვესვენა. გვინდოდა, ელიტაშკი ადგილი შეგვენარჩუნებინა და ეს მიზანი მიღწეულია. ეს ის ტურნირია, სადაც ასპარეზობა ძალიან გვჭირდება. თაობა აქ უნდა გაიზარდოს, აქ უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.
თუ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის გაგრძელება ისურვა, ჩვენ ისევ ასე გავაგრძელებთ. დავაკვირდებით, როგორი თაობა მოდის და იმის მიხედვით შევარჩევთ სათამაშო სქემას", - თქვა მაისურაძემ.
ჟურნალისტების კითხვებს გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმაც უპასუხა.
"ჩემთვის ეს კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მინდა, გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა მწვრთნელებს თავდაუზოგავი მუშობისთვის. მადლობა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს - მათ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის თავი არ დაზოგეს!
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ირლანდია ჩვენზე ძლიერი გუნდია. ეს თამაში ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ.
სადაო ეპიზოდების დროს მსაჯების უმეტესობა უპირატესობას ყოველთვის ძლიერს ანიჭებს. ასე მოხდა დღესაც. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა უპირატესობის მოცემა ჩვენთვის შეეძლო, თუმცა საპირისპიროდ მოიქცა. გამოუცდელი მსაჯი იყო და ამის ბრალიცაა", - თქვა სპანდერაშვილმა.