U18. საფრანგეთი-საქართველო 57:0

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, მასპინძელთა ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 12:0 მასპინძელთა სასარგებლოდ.

სტადიონ "ერნესტ ვალონზე" ანგარიშის გახსნის შანსი ფრანგებს მე-6 წუთზე ჰქონდათ, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოდან ვერ გაიტანეს. აქედან სამიოდ წუთში კი საჯარიმოს დარტყმის უფლება უკვე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მიიღეს. ლამის მოედნის ცენტრიდან გელა აფრასიძემ დაჰკრა და ბედად, ბურთი ძელებს შორის ხარიხას მოხვდა.

მე-10 წუთზე მსაჯმა უშანგი ჭეიშვილი გაასინბინა... და შედეგად, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ქართველმა ჭაბუკებმა მე-17 წუთზე ლელო მიიღეს. თავი
არტურ რეტიემ
გამოიჩინა - 5:0. მასპინძლებმა ვერ გარდასახეს.

თამაში მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. 28-ე წუთზე კი მსაჯმა კიდევ ერთი მოთამაშე გაგვისინბინა - მოედანი ათი წუთით სანდრო მამამთავრიშვილმა დატოვა.

მიუხედავად ამისა, 33-ე წუთისთვის კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა წარმოიწყო, თუმცა მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან, ფრანგებმა პასი ჩაგვიჭრეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ლელო დაგვიდეს. მათ გარდასახვაც ზუსტად დაარტყეს - 12:0.

პირველი ტაიმიც აქ დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ჩვენთვის ცუდად დაიწყო - შეტევაში ბურთი გადავკიდეთ, რომელიც ხელთ მასპინძლებმა იგდეს და სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მესამე ლელო დაგვიდეს. ფრანგებმა გარდასახეს და ანგარიში გახდა - 19:0.

41-ე წუთისთვის ფრანგებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს, თუმცა ვერ გარდასახეს.

48-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ჩვენი შეცდომა გამოიყენა - მასპინძლებმა პასი ჩაგვიჭრეს და ლელო დაგვიდეს. გარდასახვის შემდეგ ანგარიში 31:0 გახდა.

55-ე წუთზე ფრანგებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს და გარდასახეს - 38:0.

ფრანგები შეუჩერებელნი არიან. ანგარიში 63-ე წუთზე კიდევ გაიზარდა - მორიგი ლელო, გარდასხვის გარეშე - 43:0. უკვე ორ წუთში მასპინძელთა ლელოს გარდასახვაც მოჰყვა - 50:0.

შეხვედრის მიწურულს ტექნიკური ლელო მივიღეთ, მასპინძლებმა გარდასახეს - 57:0.

შეხვედრა დასრულდა.

U18. ევროპის ჩემპიონატი. ფინალი.
საფრანგეთი-საქართველო 57:0
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაუშავს ბიჭებო თქვენ წინ დიდი მომავალი გაქვთ,მადლობა იმისთვის რაც გაკეთეთ
giorgi777
04 აპრილი 2015 21:34
0
გილოცავთ ბიჭებო,გაიხარეთ თქვენ საქართველოს მომავალი ხართ.გკოცნით გეფერებით ყველას მაგრები ხართ.ერთს დავამატებ ნეტა ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ფინალში გაიყვანა და თუნდაც
60-0 წავაგოთ.კიდევ ერთხელ მადლობა გენაცვალეთ.
gigusha
04 აპრილი 2015 21:04
0
არა უშავს ბიჭებო, წარმატებები
zura
04 აპრილი 2015 20:16
0

სიახლეები პოპულარული