"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდიასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
15 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის A ჯგუფში ბოლო, მესამე მატჩი ირლანდიელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 7:35 დამარცხდა.

"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გახსნეს - ჩვენი გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ ლელო მატჩის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე დადო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ილია სპანდერაშვილი გააძევა, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქეს აკრძალული წესებით გაუსწორდა. შესაბამისად, ინიციატივა ირლანდიელებმა იგდეს ხელთ და ტაიმი ანგარიშით 20:7
მოიგეს.

მეორე ნახევარში ირლანდიელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე მსაჯმა ლუკა გოგინავაც გააძევა და საქართველოს ნაკრები მოედანზე სულაც 13 კაცით დარჩა... მეოთხე ლელო ირლანდიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ახლა ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან (0:55) და უელსთან (9:10) დამარცხდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები გააგრძელებენ.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგი ბიჭები არიან, რაგბის მომავალი ნამდვილად საიმედო ხელშია, თუმცა გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დისციპლინა ჩვენი აქილევსის ქუსლია. უდისციპლინო გუნდს არც მსაჯი წყალობს და ყველა საკამათო სიტუაციაში მეტოქის მხარეს იჭერს.
tttt
11:08 16-06-2016
0
მეც მომწონს ეს ბიჭები, უბრალოდ ერთს დავამატებ: ის ხარვეზები რასაც თქვენ ბრძანებთ, ხომ არ აჯობებს უცხოელმა მწვრთნელმა გამოასწოროს? მადლობას ვუხდი ეხლანდელ სამწვრთნელო შტაბს კარგი მუშაობისათვის, თუმცა ეხლა ბიჭები იმ ასაკში არიან, რომ უცხოელების გამოცდილება უნდა მიიღონ, სანამ გვიანი არ არის...
dima
11:05 16-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული