U20. თორნიკე მატარაძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შერკინების ბურჯი თორნიკე მატარაძე ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მე-9 ადგილისთვის 1/2-ფინალურ შეხვედრაში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიელი თანატოლები 18:17 დაამარცხეს, მატჩის პირველი ლელო კი მატარაძემ დადო.

შერკინების ქართველი ბურჯი მართლაც საუკეთესოა ამ პოზიციაზე და ჩვენი გუნდის მორკინალების უპირატესობას ყველა სხვა მეტოქეზე, მნიშვნელოვანწილად, მისი თამაში განსაზღვრავს. მატარაძე ერთნაირად ძლიერია როგორც სტატიკურ მდგომარეობაში, ისე დინამიკური თამაშისას.

U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეების გარეშე სიმბოლური ნაკრები მხოლოდ ჯგუფური
ტურნირის პირველი ტურის შემდეგ იყო. მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მესამეხაზელი ბექა გორგაძე მოხვდა. მომდევნო ორ სიმბოლურ გუნდში კი, როგორც უკვე ვთქვით, თორნიკე მატარაძეა.

სიმბოლური ნაკრები: 15. ჯეიკობ სტეკდალი (ავსტრალია), 14. კალებ მაკენი (ახ. ზელანდია), 13. შონ დეილი (ავსტრალია), 12. სიონე ტუიპოლოტუ (ახ. ზელანდია), 11. ედვილ ფან დერ მერვე (სამ. აფრიკა), 10. ჰარი მალონდერი (ინგლისი), 9. ჰუგ ფრეზერი (შოტლანდია). 1. თორნიკე მატარაძე (საქართველო), 2. ადამ მაკბურნი (ავსტრალია), 3. ბილ ვოლკერი (ინგლისი), 4. კვენტინ სტრენჯი (ახ. ზელანდია), 5. ჰამიშ დალზელი (ახ. ზელანდია), 6. ჯორჯ ნოტი (ინგლისი), 7. ვილ ევანსი (ინგლისი), 8. მაქს დიგანი (ავსტრალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაუკვირდით, რომ ის ერთადერთია სიაში არაბობოლა ქვეყნიდან!
ნოდარი
16:40 22-06-2016
0
მატარაძე არის მსოფლიოში საუკეთესო თავის პოზიციაზე. ხოლო ლობჟანიძე ჩვენი ინიესტაა. უჭკვიანესი მოთამაშეა ვასკა. გორგაძეც ძალიან მაგარია და სხვებიც.
დიმა
23:43 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული