დიდი 10. XII ტურის წინ: ვინ შეავიწროებს ლიდერებს

AutoSharing Option
შაბათს, საქართველოს ჩემპიონატი მე-12 ტურის მატჩებით განახლდება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. ლიდერები ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო" და ვერცხლის პრიზიორი თბილისის "ლოკომოტივი" არიან.

4 თებერვალს "ლელო" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "არმიას" დაუპირისპირდება, რომელიც 22 ქულით მე-7 ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი ოფში მოხვდეს. პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებამ მძაფრ ბრძოლაში ჩაიარა და "ლელომ" მხოლოდ ორი ქულის სხვაობით შეძლო გამარჯვება - 15:13.

რკინიგზელები ამ დროს "ავჭალის სარაგბო სტადიონის" სათადარიგო მოედანზე" თბილისის "აკადემიას" ეთამაშებიან, რომელიც "არმიას" ორი
ქულით უსწრებს და მე-6 ადგილზეა. ანუ ისიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და, სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარს, რათა შანსი ხელიდან არ გაუშვას. პირველ წრეში "ლოკომოტივმა" მეტოქე 25:14 დაამარცხა.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფდით გორის "ჯიქის" საშინაო მატჩს ქუთაისის "აიასთან". გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ახლა 33 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩებიან. შესაბამისად, ბრძოლა დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

დიდი 10. XII ტური
ლოკომოტივი-აკადემია, ლელო-არმია, ყოჩები-ბათუმი, ჯიქი-აია, ბაგრატი-არმაზი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 11 7 2 2 +71 37 5
2. ლოკომოტივი 11 8 1 2 +69 37 3
3. ბათუმი 11 8 0 3 +106 35 3
4. აია 11 8 0 3 +43 35 3
5. ჯიქი 11 6 1 4 +93 33 7
6. აკადემია 11 5 0 6 -6 24 4
7. არმია 11 5 0 6 -36 22 2
8. ბაგრატი 11 3 0 8 -122 17 5
9. არმაზი 11 2 0 9 -121 10 2
10. ყოჩები 11 1 0 10 -107 7 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული