ლელო-ლოკომოტივი 37:10 - შარშანდელი ფინალი პლეი ოფში

AutoSharing Option
რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შედეგებმა სატურნირო ცხრილის მხოლოდ სათავეში გამოიწვია ცვლილება. ლიდერობა დათმო ქუთაისის "აიამ". პირველ ადგილზე კი გათამაშება გორის "ჯიქმა" დაასრულა, რომელმაც 12 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ხუთში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქს" ყველაზე მეტი, 11 საპრემიო ქულა აქვს მოპოვებული.

მეორე ადგილი რეგულარულ გათამაშებაში "ბათუმს" ხვდა წილად. ახლა ეს გუნდი შესარჩევ ფინალში "ჯიქს" დაუპირისპირდება და პლეი ოფის შემდეგ გამოვლენილ მეტოქეებს ერთად დაელოდებიან.

"ლელოს" და "ლოკომოტივს", რომლებიც ბოლო ტურში ეთამაშნენ ერთმანეთს "ლელო არენაზე", კიდევ ერთხელ მოუწევთ ერთმანეთის წინაშე დადგომა
ორი კვირის თავზე, პლეი ოფში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რკინიგზელთა გუნდი სოლიდური სხვაობით 37:10 დაამარცხა, მეოთხე ადგილს მაინც ვერ ასცდა და ისევ მეხუთეზე გასულ "ლოკომოტივთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. არადა, ეს გუნდები შარშან ფინალისტები იყვნენ.

ლელოელებს "ლოკომოტივთან" მატჩში რამდენიმე მორაგბე დაუშავდათ. მოედნიდან თავისით გამოსვლა ვერ შეძლო შეცვლაზე შესულმა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც სულ რაღაც ექვსი წუთი დაჰყო მოედანზე. ტრავმების გამო მოედანი დატოვეს შერკინების კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ და გარემარბმა ჯაბა სიხარულიძემ.

პლეი ოფში, სავარაუდოდ, გუნდს დააკლდება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მივლინებული ცხრა ნომერი გელა აფრასიძე და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

პლეი ოფის მეორე მატჩში ქუთაისის "აია" შინ მიიღებს თბილისის "აკადემიას". აკადემიელებმა მეორე წრე აღმავლობით ჩაატარეს და საპლეიოფო ექვსეულში დამსახურებულად მოხვდნენ.

უმაღლესი ლიგის დატოვება ბოლნისის "ყოჩებს" მოუწევს. მის ადგილს მომავალი სეზონიდან რუსთავის "ხარები" დაიკავებს. თბილისის "არმაზი" კი, რომელიც ბოლოსწინა ადგილს დასჯერდა, ორ მატჩს გამართავს პირველი ლიგის მეორეადგილოსან თბილისის "ივერიასთან" და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.

დიდი 10. XVIII ტური
ლელო-ლოკომოტივი 37:10
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, თოდუა, ხეცურიანი, სიხარულიძე (კვირიკაშვილი 70, ბარკალაია 74), ხმალაძე, მინდიაშვილი (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 56), ჭყოიძე (ლომთაძე 65), ქართველიშვილი (მჭედლიძე 41), ჭეიშვილი (ხორბალაძე 46), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი, მაისურაძე
4ლ: ყიასაშვილი, ჭეიშვილი, ხეცურიანი, ლომთაძე. 4გ,3ს: ყიასაშვილი
სინბინი: ბერიაშვილი
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, გოგოლაშვილი, ტალახაძე, კავთიძე (გაგოშვილი 56), ბიწაძე, გედეხაური (ნიკოლავა 41), ხუციშვილი. (1-9) ქვათაძე, თევდორაძე (ქორიძე 67), გოგისვანიძე (კაკაურიძე), მახარაძე, არაბული, ფოფხაძე, ბერიშვილი (დარასელია 62), გასვიანი
ლ: გაგოშვილი. ს,გ: წიკლაური
მსაჯი: კრის ჰარინგთონი (ირლანდია).

სხვა მატჩები
ბაგრატი-აია 11:10
არმაზი-ჯიქი 18:58
აკადემია-ბათუმი 17:34
არმია-ყოჩები 14:47

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 18 12 1 5 +204 61 11
2. ბათუმი 18 12 2 4 +186 59 7
3. აია 18 13 0 5 +126 59 7
4. ლელო 18 11 3 4 +114 58 8
5. ლოკომოტივი 18 10 2 6 +86 51 7
6. აკადემია 18 9 0 9 0 42 6
7. არმია 18 8 0 10 -78 37 5
8. ბაგრატი 18 4 0 14 -303 22 6
9. არმაზი 18 3 1 14 -168 19 5
10. ყოჩები 18 3 1 14 -167 19 5

პლეი ოფი
23 აპრილი
ლელო-ლოკომოტივი
აია-აკადემია

შესარჩევი ფინალი
30 აპრილი
ჯიქი-ბათუმი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული