დიდი 10. პლეი ოფის წინ: გადამწყვეტი ბრძოლა იწყება

AutoSharing Option
ამ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი დაიწყება. პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ექვსი გუნდი განაგრძობს. ესენია: გორის "ჯიქი", "ბათუმი", ქუთაისის "აია" და თბილისური გუნდები, "ლელო", "ლოკომოტივი", "აკადემია".

დღეს და ხვალ ნახევარფინალის შესარჩევი პლეი ოფი გაიმართება. "ლელო" საკუთარ "ლელო არენაზე" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ქუთაისის "აია" კი, შინ "აკადემიას" დაუპირისპირდება. ამ წყვილებს შორის გამარჯვებული ერთმანეთის წინაშე გასავარდნ ფინალში წარსდგებიან. გამარჯვებული შესარჩევ ფინალში, "ჯიქსა" და "ბათუმს" შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება წინასწარ ფინალში. ამ უკანასკნელ წყვილში გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში გავა და იქ წინასწარ ფინალში გამარჯვებულს დაელოდება.

ერთი სიტყვით, წინ დიდი ბრძოლებია. 22 აპრილს, როგორც უკვე ვთქვით, "ლელო" რკინიგზელებს უმასპინძლებს. არადა, ეს გუნდები შარშან დიდ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში ორი კვირის წინათ გაიმართა და "ლელომ" 37:10 მოიგო. პირველ წრეში კი, ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა.

არანაკლებ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი ქუთაისში, სადაც "აია", რომელიც ბოლო ტურამდე რეგულარული გათამაშების ლიდერი იყო, თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს. აკადემიელებს დასაკარგავი არაფერი აქვთ, მათ პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს და რეალურად შეუძლიათ, "აიასთან" გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

დიდი 10. პლეი ოფი
22 აპრილი
ლელო-ლოკომოტივი

23 აპრილი
აია-აკადემია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც ისეთი სუნი დგას, რომ კორუფციამ და ტოტალიზატორმა რაგბამდეც მიაღწია. სამწუხარო შედეგებიც მალევე გამოჩნდება.
Gela
12:26 23-04-2017
0

სიახლეები პოპულარული