საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო სარასენსი" გახდა, რომელმაც 9 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დიდ ფინალში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 30:21.
ეს "ლელოს" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა საქართველოს სარაგბო პირველობაზე.
ლევან მაისაშვილის გუნდმა რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, "ლოკომოტივი" კი მეოთხე იყო.