"ლელო სარასენსმა" დიდ ფინალში "ლოკომოტივს" სძლია და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა!

AutoSharing Option
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო სარასენსი" გახდა, რომელმაც 9 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დიდ ფინალში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 30:21.

ეს "ლელოს" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა საქართველოს სარაგბო პირველობაზე.

ლევან მაისაშვილის გუნდმა რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, "ლოკომოტივი" კი მეოთხე იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ლელოო ეს ხალხი ისტორიაში შევიდა!!
გიო ანთია
14:19 10-05-2015
0

სიახლეები პოპულარული