აკადემია-ლელო 6:9 - ჩემპიონის რთული სტარტი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის, იგივე "დიდი 10"-ის გათამაშების პირველ ტურში, ყველაზე დაძაბული ქვეყნის ჩემპიონის, თბილისის "ლელოსა" და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის "აკადემიის" დაპირისპირება გამოდგა.

ლელოელებმა მეტოქის მედგარი წინააღმდეგობა მაინც დაძლიეს და 9:6 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ "ლელო" პირველი ტურის მატჩს საგრძნობლად შესუსტებული შეხვდა. საქართველოს ნაკრებში მიწვეულნი არიან ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა, ტრავმა მიიღო ეროვნულ გუნდში გამოძახებულმა გიორგი ტალახაძემ. ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდი დატოვეს ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ და გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ.

მიუხედავად ამისა, საგრძნობლად გაახალგაზრდავებული ლელოელთა გუნდი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. ცხადია, თამაშში
გუნდს ჰქონდა შეცდომებიც. სეზონის პირველი შეხვედრა ნებისმიერი გუნდისთვის რთული სათამაშოა.

სირთულე არც "აკადემიის" თამაშს აკლდა. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, უმაღლეს ლიგას წლეულს დაუბრუნდა და პირველსავე მატჩში გამოჩნდა, რომ ადვილად თავს არავის დააჩაგვრინებს. აკადემიელების რაზმი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია ჩვენს ჩემპიონატში. შესაშურია მათი ბრძოლისუნარიანობა და თავდადებული თამაში.

ჩემპიონთან დაპირისპირებაში "აკადემიამ" მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და, ფაქტობრივად, ერთხელაც არ მიუცია მისთვის ლელოს გატანის რეალური შანსი.

შეხვედრა, რეალურად, დამრტყმელების დუელად გადაიქცა. აკადემიელებმა ხუთიდან მხოლოდ ორი საჯარიმოს გატანა მოახერხეს. "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა კი მხოლოდ ერთი ვერ გაიტანა, დანარჩენი სამი კი მიზანში ზუსტად დაარტყა. შედეგად, გამარჯვება სწორედ "ლელოს" დარჩა - 9:6.

დიდი 10. პირველი ტური
აკადემია-ლელო 6:9
აკადემია (15-9) მათიაშვილი, ხელაია, ილურიძე, კალანდარიშვილი, მარგიანი, მაზმიშვილი. (1-8) გვარამია, ლომაური, მაზმიშვილი, ლუარსაბიშვილი, დავითაძე, გოგლიძე, შუბითიძე, მოსეშვილი.
2ს: ილურიძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ხეცურიანი (ლომინაძე 68), ხეცოიძე, შანიძე, ბარკალაია, მინიდაშვილი. (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე (ლომთაძე 49), პატარაია, იორდანიშვილი (კოპაძე 60), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, სურგულაძე, მაისურაძე (ხორბალაძე 67).
3ს: ყიასაშვილი.
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

სხვა მატჩები
არმია-ლოკომოტივი 16:21
აია-ხარები 25:9
არმაზი-ბათუმი 18:26
ჯიქი-ყოჩები 17:12

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 1 1 0 0 +16 5
2. ჯიქი 1 1 0 0 +5 5
3. ბათუმი 1 1 0 0 +8 4
4. ლოკომოტივი 1 1 0 0 +5 4
5. ლელო 1 1 0 0 +1 4
6. აკადემია 1 0 0 1 -1 1
7. არმია 1 0 0 1 -5 1
8. ყოჩები 1 0 0 1 -5 1
9. არმაზი 1 0 0 1 -8 0
10. ხარები 1 0 0 1 -15 0

II ტური
აკადემია-ხარები, ბათუმი-აია, ყოჩები-არმაზი, ლოკომოტივი-ჯიქი, ლელო-არმია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული