დიდი 10. III ტური: "აიას" მძიმე მოგება

AutoSharing Option
ქუთაისის "აიას" "ბათუმთან" მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდა და მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე აგრესიულად შეუტია, ქუთაისელთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.

მაგრამ ამის შემდეგ უპირატესობას "ყოჩები" დაეუფლნენ, მათი შეტევის მესამე ფაზაში გიორგი ხარშილაძემ მასპინძლებს ხაზი გაუჭრა და მეტოქე დაალელოვა. გარდასახვა თეიმურაზ სოხაძემ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ცოტა ხანში მანვე ჯარიმაც გამოიყენა და ანგარიში გაზარდა - 3:10.

ქუთაისელებს მხსნელად გაგა სინაურიძე მოევლინათ, "აიას" მიერ გატანილი 21-ვე ქულა სწორედ მის ანგარიშზეა.

სინაურიძემ პირველ ტაიმში ორი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ერთ
ქულამდე შეამცირა, მეორე ნახევარში კი 3 ჯარიმა და ერთი ზუსტი არეკნი გაიტანა და ქუთაისელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"აიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ქუთაისელთა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.

დიდი 10. III ტური
27 სექტემბერი
ქუთაისი, "აია არენა", 1700 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - ყოჩები 21:10

აია: (15-9) მოდებაძე, კიკვიძე, სალდაძე, სინაურიძე, აბრამიძე (ბ.ტორაძე 62), ბაბუნაშვილი (მანაგაძე 72), თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (გ.უმც.ტორაძე 64), წაქაძე (მატარაძე 55) (გ.უმც.ტორაძე 64.), ა.ჩიტეიშვილი, გ.ჩიტეიშვილი (არეშიძე 67), გორგასლიძე (ხანთაძე 50), დ.ლოსაბერიძე, რევიშვილი
მწვრთნელები: ბ.ხამაშურიძე, კ.გიორგაძე
6ს: სინაურიძე (6)
1ა: სინაურიძე (1)
სინბინი: დ. ლოსაბერიძე (38)
ყოჩები (15-9): ნიჟარაძე, მელაძე (ხიდეშელი 66), ხარშილაძე, გარუჩავა (ცერცვაძე 68), ხუციშვილი, სოხაძე, კაჭარავა; (1-8) ცუცქირიძე (ჯინჭარაძე 49), სვანიძე (გუგეშაშვილი 58), ჯაშიტაშვილი (ხოსიტაშვილი 55), არჩუაშვილი, ეფრემიძე (კიკვიძე 57), გაჩეჩილაძე, ტყეშელაძე, ჩხიკვაძე
მწვრთნელი: ვ.დიდებულიძე
ლ: ხარშილაძე
გ: სოხაძე
ს: სოხაძე
სინბინი: სოხაძე (62)
მსაჯი: შ.თევზაძე

ჯიქი-ლელო 21:13
არმაზი-ლოკომოტივი (გადაიდო)

26 სექტემბერი
არმია-აკადემია 12:15
ხარები-ბათუმი 9:13

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ პრ ნუგ ბ ქ
1. ჯიქი 3 3 0 0 1 0 50-31 13
2. ბათუმი 3 3 0 0 0 0 56-36 12
3. აია 3 2 0 1 1 0 55-36 9
4. აკადემია 3 2 0 1 0 1 37-29 9
5. ლელო 3 2 0 1 0 0 51-43 8
6. ლოკომოტივი 2 1 0 1 0 1 27-28 5
7. არმია 3 0 0 3 0 2 44-65 2
8. ყოჩები 2 0 0 2 0 1 22-38 1
9. ხარები 3 0 3 0 0 1 26-54 1
10. არმაზი 1 0 0 1 0 0 18-26 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ააიაა მიდიიი.. წელს ჩემპიონობა უნდა ვიზეიმოთ.. ამ თამაშძე აიას ძალიან ბევრი ხალხი აკლდა ტრამვების გამო... აი რატიაშვილმა რა რუჩკა გაუკეთა ტიპს სად გააფრინა
davit
13:11 28-09-2015
0

სიახლეები პოპულარული