დიდი 10. XIV ტური: ოთხი ყვითელი, ორი წითელი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში "ჯიქებისა" და "აკადემიის" დაპირისპირება ყველაზე დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრმა ჯამში ოთხი მორაგბე სინბინში გაუშვა, ორს კი წითელი ბარათი უჩვენა.

"ჯიქმა" მეტოქეს 18:3 მოუგო. ერთი შეხედვით, თითქოს მეტოქეს იოლად გაუმკლავდა, მაგრამ არა. აკადემიელებმა პირველი ტაიმის მშრალად წაგების შემდეგ მეტოქეს მედგარი ბრძოლა გაუმართეს. თუმცა, რიგ შემთხვევებში არასწორი გადაწყვეტილებების მიღების გამო უპირატესობის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.

რასაც ვერაფრით ვიტყვით "ჯიქზე", რომელმაც თითქმის ყველა შანსი ქულებად აქცია. სამი ლელო, რომელმაც გუნდს საპრემიო ქულაც მოუტანა, რამაზ ხარაზიშვილმა, ბექა მამრიკიშვილმა და გიორგი მჭედლიშვილმა
გაიტანეს. ერთი საჯარიმო ხარაზიშვილის ანგარიშზეა.

დიდი 10. XIV ტური
აკადემია-ჯიქი 3:18
აკადემია (15-9) მათიაშვილი, ილურიძე, წასიძე, ჭუაძე, სიჭინავა, დავითაშვილი (მაზმიშვილი 35), ღამბაშიძე (ლუარსაბიშვილი 60). (1-8) გვარამია, ლომაური, მაზმიშვილი (მახარაშვილი 67), ბერიკაშვილი, დავითაძე, გოგლიძე (მოსეშვილი 65), შუბითიძე, გოგოლაძე
ს: მათიაშვილი
სინბინი: გვარამია, ღამბაშიძე
წითელი: შუბითიძე
ჯიქი: (15-9) კიკნაძე, ხარაზიშვილი, ხუციშვილი, ჯინჯიხაძე (სამხარაძე 60), ბიწაძე, ნინიძე, ზაბახიძე. (1-8) ქარჩავა (კაკოვინი 56), ორაგველიძე (მამრიკიშვილი 58), ჩირგაძე (გურგენიძე 65), გოგოლიძე, ტრაპაიძე (დევსურაძე 70), მჭედლიშვილი, შენგელია, ცუხაშვილი (დიდებულიძე 67)
3ლ: ხარაზიშვილი, მჭედლიშვილი, მამრიკიშვილი. ს: ხარაზაშვილი.
სინბინი: შენგელია, ნინიძე.
წითელი: კაკოვინი
მსაჯი: საბა აბულაშვილი.

ლოკომოტივი-ხარები 24:13
არმია-არმაზი 18:21
ყოჩები-ბათუმი 26:20
ლელო-აია 23:19

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 14 11 1 2 +76 49
2. ლოკომოტივი 14 9 1 4 +64 43
3. ბათუმი 14 9 1 4 +42 43
4. ჯიქი 14 8 1 5 +72 41
5. ყოჩები 14 9 0 5 +29 40
6. აია 14 7 2 5 +24 36
7. აკადემია 14 5 0 9 -74 24
8. ხარები 14 4 0 10 -74 21
9. არმია 14 3 1 10 -75 21
10. არმაზი 14 1 1 12 -84 13

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული