ლელოელებს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ გარემარბად ჭაბუკთა "ა" ლიგიდან აკაკი ტაბუცაძე დააწინაურეს, რომელმაც სწორედ ის გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ.
"არმია" ის აღარ არის, რაც შარშანდელ სეზონში იყო, როცა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. გუნდი, ამჯერად, უფრო მობილიზებული, კარგად ორგანიზებული და გამარჯვების მისაღწევად მომართულია. სწორედ ამიტომაა, "ლელოს" მისი
დასაწყისი "ლელოსთვის" წარმატებული გამოდგა. ანგარიში მესამე წუთზე ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა - 3:0.
"არმიას" გონს მოსასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებია. არმიელებმა მე-11 წუთზე მეტოქის მოედნის ნახევარზე შერკინება მოიგეს და მრავალფაზიანი შეტევის ორგანიზება მოახერხეს. იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით "ლელოს" დაცვის ხაზი გაწელეს და ბოლო ფაზაში ბურთი ბოლომდე, მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს. ლელო გარემარბმა დიტო კალანდაძემ გაიტანა. ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახა - 7:3.
"ლელომ" საპასუხო ლელოს გატანა 15 წუთის შემდეგ შეძლო. მეტოქის დაცვის ხაზი ალექსანდრე ხეცოიძემ გაჭრა. 22-მეტრიან ზონაში ის შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი აფრასიძემ აიტაცა, ცრუ მანევრით ორ მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა და ლელო ძელებს შორის გაიტანა. გარდასახვაც თვითონ დაარტყა - 10:7.
არმიელთა დამრტყმელმა ურჯუკაშვილმა ანგარიში საჯარიმოთი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა - 10:10. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ, ურჯუკაშვილმა ხუთ წუთში კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და თავისიანები დააწინაურა - 13:10. ეს ანგარიში მატჩის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. "ლელომ" 55-ე წუთიდან მოყოლებული ინიციატივა ხელთ იგდო და თამაშის დასრულებამდე დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა.
ლელოელებმა ექვსი საჯარიმო არ დაარტყეს კარში. ყველა აუტში გადაიტანეს. სამი დერეფანი უხეიროდ მოაწოდეს და შეტევა სამჯერვე შეფერხდა. დანარჩენ შემთხვევაში კი "არმიას" დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ და ბოლოს ბურთსაც კარგავდნენ.
არავინ იცის, თამაში როგორ დასრულდებოდა, რომ არა არმიელთა მგეზავის გოდერძი ჭინჭარაულის შეცდომა, რომელმაც ბურთი საკუთარი ლელოს მოედანში მიიღო, თამაში დასრულებული ეგონა და აუტის ნაცვლად ლელოს ხაზის უკან დაარტყა.
"ლელოს" სასარგებლოდ "არმიას" ლელოდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა. აქედან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფრთაზე, ოთარ ბარკალაიამ ბურთი მოსხეპით გარემარბ აკაკი ტაბუცაძეს გაატანა, რომელმაც ლელოში შეაღწია.
აფრასიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა. თუმცა, გამარჯვება მაინც "ლელოს" დარჩა - 15:13.
საქართველოს სარაგბო ჩემიონატი. დიდი 10. III ტური
არმია-ლელო 13:15
არმია (15-9) თავართქილაძე, კალანდაძე, ჯიმშელაძე, ურჯუკაშვილი, მესხი (გაბუნია 43), ჭინჭარაული, მახარაშვილი (1-8) ხელია (ქიტუაშვილი 60), ზურიკაშვილი, კელენჯერიძე (ბარბაქაძე 48), გიგაური, ქარუხნიშვილი, მასხარაშვილი (დაუშვილი 65), აზალაძე, თავართქილაძე
ლ: კალანდაძე. 2ს,გ: ურჯუკაშვილი
სინბინი: ზურიკაშვილი
ლელო (15-9) ბარკალაია, ტაბუცაძე, ხეცოიძე, ხეცურიანი (ზაალიშვილი 41), ჩიტიძე, ხმალაძე, აფრასიძე. (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 68), ჭყოიძე, ქართველიშვილი (დუგლაძე 50), ხორბალაძე, ქოიავა, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი (იორდანიშვილი 78), მაისურაძე (ჭეიშვილი 44)
2ლ: აფრასიძე, ტაბუცაძე. ს,გ: აფრასიძე
მსაჯი: შოთა თევზაძე.
სხვა მატჩები
ბათუმი-ყოჩები 21:10
არმაზი-ბაგრატი 21:22
აია-ჯიქი 32:17
აკადემია-ლოკომოტივი 14:25
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 3 3 0 0 +29 14 2
2. აია 3 3 0 0 +27 12 0
3. ჯიქი 3 2 0 1 +33 10 0
4. ლოკომოტივი 3 2 0 1 +23 9 1
5. ბათუმი 3 2 0 1 +9 9 1
6. ბაგრატი 3 1 0 2 -10 6 2
7. არმია 3 1 0 2 -15 5 1
8. აკადემია 3 1 0 2 -22 4 0
9. ყოჩები 3 0 0 3 -34 1 1
10. არმაზი 3 0 0 3 -40 1 1
IV ტური
ბაგრატი-ყოჩები
ჯიქი-ბათუმი
ლოკომოტივი-აია
ლელო-აკადემია
არმაზი-არმია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"