არმიელებს სალმის თქმაც არ დაემთავრებინათ, რომ "ბაგრატის" გარემარბმა გიორგი ფრუიძემ მე-10 წამზე ლელო გაუტანა. თამაშში ბურთი მოედნის ცენტრიდან ქუთაისელთა მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა შეიტანა. მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან ყველას ფრუიძემ დაასწრო და ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა გაიტანა - 7:0.
"არმია" ოდნავ დაიბნა, თამაშის დალაგება დიდხანს ვერ მოახერხა. 29-ე წუთზე კი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 10:0.
ტაიმის მიწურულს არმიელებმა მეტოქეზე
შესვენების შემდეგ საწყისი 25 წუთი ისევ "ბაგრატის" იყო. ქუთაისელებმა 50-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ხაზი ლევან თხელიძემ გაჭრა, შეტევა გივი ლოსაბერიძემ განაგრძო, ამან შერკინების კვაჭს, გოგა მაღლაკელიძეს გაატანა, რომელიც მასპინძლებმა ვეღარ შეაჩერეს. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 17:7.
"ბაგრატი" ამას არ დასჯერდა. 63-ე წუთზე სტუმრებმა "არმიას" შეცდომა კარგად გამოიყენეს. ფულბეკი სერგო კვერნაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს დაეუფლა, ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ კი ყველაზე სწრაფად ფრუიძე გაჩნდა და მეორე ლელო მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7.
ექვს წუთში "ბაგრატმა" კიდევ უფრო ლამაზი ლელო გაიტანა. მეტოქის ხაზი კობახიძემ გაჭრა, მერე ბურთი ცხრა ნომერ ლოსაბერიძეს გაატანა, ამან მარჯვენა ფრთაზე უმალ ჯინჭველაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა, თუმცა მას და მეტოქესაც გარემარბმა ბექა ტორაძემ დაასწრო. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 29:7.
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ქუთაისელებს საპრემიო ქულაც უნდა აეღოთ, მაგრამ "არმიამ" არ დაანება. 72-ე წუთზე მათ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შესანიშნავი იერიშის ორგანიზება შეძლეს და ლელო ძელებს შორის ურჯუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვაც თვითონ მიითვალა - 14:29.
დიდი 10. V ტური
არმია-ბაგრატი 14:29
არმია (15-9) მერკვილიშვილი (გაბუნია 48), კალანდაძე, მამულაშვილი (ჯიმშელაძე 48), ურჯუკაშვილი, მესხი, ჭინჭარაული, ნახუცრიშვილი (მახარაშვილი 60) (1-8) ხელია (კელენჯერიძე 63), ზურიკაშვილი (მეკოკიშვილი 54), ბარბაქაძე, გიგაური, ქარუხნიშვილი, მასხარაშვილი, დაუშვილი (თავართქილაძე 48), აზალაძე.
2ლ: მასხარაშვილი, ურჯუკაშვილი. 2გ: ურჯუკაშვილი.
სინბინი: ურჯუკაშვილი
ბაგრატი (15-9) კვერნაძე, გ.ფრუიძე, ცნობილაძე, გოშაძე, ბ.ტორაძე, ჯინჭველაშვილი, ლოსაბერიძე. (1-8) ასათიანი (ჯავახაძე 56), კობახიძე (ჩიქვინაძე 64), გ.ტორაძე (ბალანჩივაძე 56), არჩვაძე (გუდავა 44), ხელაძე, ცირეკიძე, გუდაძე, თხელიძე.
4ლ: გ.ფრუიძე (2), კობახიძე, ბ.ტორაძე
სინბინი: თხელიძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.
სხვა მატჩები
აია-ლელო 25:17
ბათუმი-ლოკომოტივი 10:22
ყოჩები-ჯიქი 12:38
აკადემია-არმაზი 35:5
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 5 4 0 1 +27 18 2
2. ლოკომოტივი 5 4 0 1 +41 17 1
3. აია 5 4 0 1 +29 17 1
4. ჯიქი 5 3 0 2 +46 15 3
5. ბათუმი 5 3 0 2 +10 13 1
6. ბაგრატი 5 2 0 3 +1 11 3
7. აკადემია 5 2 0 3 +2 10 2
8. არმია 5 2 0 3 -18 9 1
9. ყოჩები 5 1 0 4 -56 5 1
10. არმაზი 5 0 0 5 -82 1 1
VI ტური
ბაგრატი-ჯიქი
ლოკომოტივი-ყოჩები
ლელო-ბათუმი
არმაზი-აია
არმია-აკადემია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"