არმია-ბაგრატი 14:29 - მე­ო­რე გა­მარ­ჯ­ვე­ბა სტუმ­რად

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტი ქუ­თა­ი­სის "ბაგ­რა­ტი" თბი­ლის­ში "არ­მი­ას" სტუმ­რობ­და და დი­დი მონ­დო­მე­ბის, სწო­რი ტაქ­ტი­კის წყა­ლო­ბით მე­ტო­ქე და­მა­ჯე­რებ­ლად, 29:14 და­ა­მარ­ცხა.

არ­მი­ე­ლებს სალ­მის თქმაც არ და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ, რომ "ბაგ­რა­ტის" გა­რე­მარ­ბ­მა გი­ორ­გი ფრუ­ი­ძემ მე-10 წამ­ზე ლე­ლო გა­უ­ტა­ნა. თა­მაშ­ში ბურ­თი მო­ედ­ნის ცენ­ტ­რი­დან ქუ­თა­ი­სელ­თა მგე­ზავ­მა რე­ზო ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნა. მე­ტო­ქის 22-მეტ­რი­ან ზო­ნას­თან ყვე­ლას ფრუ­იძემ დაასწრო და ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა გაიტანა - 7:0.

"არმია" ოდნავ დაიბნა, თამაშის დალაგება დიდხანს ვერ მოახერხა. 29-ე წუთზე კი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 10:0.

ტაიმის მიწურულს არმიელებმა მეტოქეზე
ზეწოლა გააძლიერეს და 36-ე წუთზე შესანიშნავი იერიში განახორციელეს. შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს, ბოლოს მარცხენა ფრთაზე ბურთი ბოლომდე ჩაათამაშეს და ლელო გარემარბმა მიხეილ მასხარაშვილმა მიითვალა. ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 7:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი 25 წუთი ისევ "ბაგრატის" იყო. ქუთაისელებმა 50-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ხაზი ლევან თხელიძემ გაჭრა, შეტევა გივი ლოსაბერიძემ განაგრძო, ამან შერკინების კვაჭს, გოგა მაღლაკელიძეს გაატანა, რომელიც მასპინძლებმა ვეღარ შეაჩერეს. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 17:7.

"ბაგრატი" ამას არ დასჯერდა. 63-ე წუთზე სტუმრებმა "არმიას" შეცდომა კარგად გამოიყენეს. ფულბეკი სერგო კვერნაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს დაეუფლა, ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ კი ყველაზე სწრაფად ფრუიძე გაჩნდა და მეორე ლელო მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7.

ექვს წუთში "ბაგრატმა" კიდევ უფრო ლამაზი ლელო გაიტანა. მეტოქის ხაზი კობახიძემ გაჭრა, მერე ბურთი ცხრა ნომერ ლოსაბერიძეს გაატანა, ამან მარჯვენა ფრთაზე უმალ ჯინჭველაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა, თუმცა მას და მეტოქესაც გარემარბმა ბექა ტორაძემ დაასწრო. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 29:7.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ქუთაისელებს საპრემიო ქულაც უნდა აეღოთ, მაგრამ "არმიამ" არ დაანება. 72-ე წუთზე მათ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შესანიშნავი იერიშის ორგანიზება შეძლეს და ლელო ძელებს შორის ურჯუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვაც თვითონ მიითვალა - 14:29.

დიდი 10. V ტური
არმია-ბაგრატი 14:29
არ­მია (15-9) მერ­კ­ვი­ლიშ­ვი­ლი (გა­ბუ­ნია 48), კა­ლან­და­ძე, მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (ჯიმ­შე­ლა­ძე 48), ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი, მეს­ხი, ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი (მა­ხა­რაშ­ვი­ლი 60) (1-8) ხე­ლია (კე­ლენ­ჯე­რი­ძე 63), ზუ­რი­კაშ­ვი­ლი (მე­კო­კიშ­ვი­ლი 54), ბარ­ბა­ქა­ძე, გი­გა­უ­რი, ქა­რუხ­ნიშ­ვი­ლი, მას­ხა­რაშ­ვი­ლი, და­უშ­ვი­ლი (თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე 48), აზა­ლა­ძე.
2ლ: მას­ხა­რაშ­ვი­ლი, ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი. 2გ: ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი.
სინ­ბი­ნი: ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი
ბაგ­რა­ტი (15-9) კვერ­ნა­ძე, გ.ფრუ­ი­ძე, ცნო­ბი­ლა­ძე, გო­შა­ძე, ბ.ტო­რა­ძე, ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ლო­სა­ბე­რი­ძე. (1-8) ასა­თი­ა­ნი (ჯა­ვა­ხა­ძე 56), კო­ბა­ხი­ძე (ჩიქ­ვი­ნა­ძე 64), გ.ტო­რა­ძე (ბა­ლან­ჩი­ვა­ძე 56), არ­ჩ­ვა­ძე (გუ­და­ვა 44), ხე­ლა­ძე, ცი­რე­კი­ძე, გუ­და­ძე, თხე­ლი­ძე.
4ლ: გ.ფრუ­ი­ძე (2), კო­ბა­ხი­ძე, ბ.ტო­რა­ძე
სინ­ბი­ნი: თხე­ლი­ძე
მსა­ჯი: თორ­ნი­კე გვირ­ჯიშ­ვი­ლი.

სხვა მატჩები
აია-ლელო 25:17
ბათუმი-ლოკომოტივი 10:22
ყოჩები-ჯიქი 12:38
აკადემია-არმაზი 35:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 5 4 0 1 +27 18 2
2. ლოკომოტივი 5 4 0 1 +41 17 1
3. აია 5 4 0 1 +29 17 1
4. ჯიქი 5 3 0 2 +46 15 3
5. ბათუმი 5 3 0 2 +10 13 1
6. ბაგრატი 5 2 0 3 +1 11 3
7. აკადემია 5 2 0 3 +2 10 2
8. არმია 5 2 0 3 -18 9 1
9. ყოჩები 5 1 0 4 -56 5 1
10. არმაზი 5 0 0 5 -82 1 1

VI ტური
ბაგრატი-ჯიქი
ლოკომოტივი-ყოჩები
ლელო-ბათუმი
არმაზი-აია
არმია-აკადემია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული