ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა

AutoSharing Option
"ევროპა რაგბის" წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ტური 11 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა 30-კაციანი გაფართოებული რაზმი დაასახელა.

"ლომები", როგორც ესპანეთის ნაკრებს ეძახიან, 11 თებერვალს შინ მიიღებენ რუსეთის ეროვნულ გუნდს. პირინეელები დიდი ხანია ამ შემადგენლობით თამაშობენ, რამდენიმე ნატურალიზებული მორაგბეც ჰყავთ და ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია რუმინეთსა და რუსეთს კონკურენცია გაუწიონ 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის ბრძოლაში. ამიტომ ბევრი რამ სწორედ პირველი ტურის მატჩზე იქნება დამოკიდებული.

შინ გამარჯვება ესპანელებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს და ტურნირიც, იმედია,
ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო გამოვა.

ამ 30 მორაგბიდან ესპანელთა თავკაცი სანტიაგო სანტოსი საბოლოოდ 23-ს შეარჩევს, რომლებიც რუსებს დაუპირისპირდებიან.

ესპანეთი
პირველი ხაზი: ბენატ ოზქუი, ფერნანდო ლოპესი, მარკო პინტო, ხუან ანაია, ხესუს მორენო, ჯონათან გარსია.
მეორე ხაზი: ვიქტორ სანჩესი, დავიდ ბარერა, იანკი ვილანოვა, ანიბალ ბონანი
მესამე ხაზი: კარლოს გავიდი, პიერ ბართერი, მატიო როჩა, მეთიუ ფულდსი, ხაიმე ნავა
#9: გილემ რუე, სებასტიან რუე
#10: მატიო ბელი, სანიელ სნი
#12-13: გარეთ გრიფიტსი, ფედერიკო კასტილიონი, ფაბიენ პერინი, ტიბო ალვარესი
#11-14: სებასტიენ ასკარატი, ხულენ გოია, ხორდი ხორბა, ბრაისე ლაბადიე
#15: ბრედ ლენკლეიტერი, ხავიერ კარიონი

ევროპა რაგბი 2017. I ტური
11 თებერვალი
ესპანეთი-რუსეთი
ბელგია-საქართველო
გერმანია-რუმინეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული