"ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატს" განახლებული რაზმით იწყებენ.

11 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას ეწვევა, ხოლო 19 თებერვალს, წლის პირველი საშინაო მატჩში, რუსთავის სტადიონზე, 15:00 საათზე, გერმანიას უმასპინძლებს.

საქართველომ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2015 წელსვე, ბრიტანეთში, უკეთეს 12 გუნდში მოხვედრით დაიბევა.

"წელს და გაისად "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ყველა სხვა მონაწილე იაპონიის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ჩვენთან რკენის შედეგი შესარჩევი ტურნირის ცხრილში არ ეთვლება. ამიტომ ევროპულ თამაშებს ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ", - ნათქვამია რაგბის კავშირის ვებგვერდზე.

მილტონ ჰეიგი, "ბორჯღალოსნების"
მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენს მიზანს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება წარმოადგენს, სხვა მხრივ კი, გვინდა, რომ სათამაშო პოზიციებზე "სიღრმე" - კონკურენცია შევქმნათ და ახალგაზრდა მორაგბეებს შანსი მივცეთ.

წლევანდელ გათამაშებაში უნდა ვცადოთ სტილის განვითარება და თამაშიც უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ასევე მნიშვნელოვანია შეტევითსა და დაცვით სტილებში სიახლეთა შეტანა".

რადიკალური გზა
ჰეიგმა შარშან 11 ტესტში სულ 5 ახალბედა გამოსცადა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის (ბელგიის და გერმანიის წინააღმდეგ) კი 31-კაცა რაზმში ერთბაშად 8 უკეპო შეიყვანა. თუ ბელგია-გერმანიასთან ყველანი ითამაშებენ, "ბორჯღალოსანთა" ამქარის წევრთა რიცხვი 249-მდე ავა.

"პირველი ორი მატჩისთვის ახალგაზრდები შევარჩიეთ, რაც მათ კარგ შესაძლებლობას მისცემს, სამწვრთნელო შტაბს უნარები დაანახონ. ვინაიდან ჩვენი მზერა 2019 წლის მსოფლიოს თასისკენაა მიმართული, ცხადია, ეს შანსი სამომავლოდ მათი შერჩევის პროცესის დასაწყისია.

ამ ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ყოველ ქმედებას თვალს მივადევნებთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. საქმისადმი მათ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მიკროსკოპით დავაკვირდებით" - რაზმში გამოძახებული ახალბედების შესახებ შენიშნა ჰეიგმა.

ახალი სეზონის სტარტზე არ ითამაშებს 2016 წლის ნოემბრის ტესტების 15 მონაწილე, ანუ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა.

დიახ, მწვრთნელი რისკავს, მაგრამ მის თამამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ისტორია - საქართველო ორივე მეტოქეს ბევრად ჯობნის:

საქართველო - ბელგია (2013-14)
2 ტესტი (1 შინ - 1 გარეთ)
2-0 (52:13, ლელოებით 8/1)

საქართველო - გერმანია (1995-2016)
5 ტესტი (3 შინ - 2 გარეთ)
5-0 (252:26, ლელოებით 37/3)

ისიც სათქმელია, რომ ამ ექსპერიმენტულ რაზმშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ლიდერები: კვირიკაშვილი, კაჭარავა, მალაღურაძე, ხმალაძე, ბეგაძე და ნემსაძე, ახალბედა პირველხაზელები კი, იმედია, წინამორბედთა მიერ ჩაყრილ ტრადიციას უპრობლემოდ გააგრძელებენ და მეტოქეს დაჯაბნიან.

ბელგიამდე საფრანგეთში
"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ორი მატჩისთვის შეკრებას 4 თებერვალს, საფრანგეთში დაიწყებენ. გუნდი ტულუზაში 9 თებერვლამდე დარჩება, მერე გეზს ბრიუსელისკენ აიღებს და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18:00 საათზე შეერკინება.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. 19 თებერვლის თამაში რუსთავში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა:

უკანა ხაზი (ბექები)
მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, გიორგი ფრუიძე, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კოშაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, გელა აფრასიძე

შერკინება (ფორვარდები)
ზურაბ ჟვანია, თორნიკე მატარაძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, სოსო ბეკოშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, საბა შუბითიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ცუცქირიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
გერმანია ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ნუშევცდებით მის შეფასებაში. ზოგადად, ახალგაზრდების გამოცდა აუცილებელია, თუნდაც რეტინგში შესაძლო ჩამოქვეითების ფასად.
gogig
16:30 06-02-2017
0
რეიტინგს ნუ გავრისკავთ უფრო მეტ სალაპარაკოს მივცემთ ბობოლებს მითუმეტეს ბელგია პროგრესიფებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული