მეტოქე: "შავი ეშმაკები" "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის დაირაზმნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "ევროპა რაგბის ჩემპიონატზე" წლეულს პირველ მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. "შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა გიომ აჟაკმა 37-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის მოემზადებიან.

გიომ აჟაკის რჩეულთა შორის მრავლად არიან ფრანგული კლუბების მორაგბეები. სვენ დჰუგი და ჩარლზ რეინარტი "მეტრო რასინგის" ღირსებას იცავენ. ჟან ბატისტ დე კლერკი "სტად ფრანსეს" მოთამაშეა. გიომ პირონი "კოლომიეში", მაქსიმ ჟადო კი "ვანში" ასპარეზობს. მრავლად არიან მორაგბეები ფედერალ 1 დივიზიონიდანაც. გუნდის შემადგენლობაშია ფრანგული "კონიაკის" დამრტყმელი ალან ვილიამსიც, რომლის ანგარიშზეც ეროვნულ ნაკრებში
625 ქულაა.

ერთი სიტყვით, ბელგიელები თავიანთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთან "ბორჯღალოსნებს" სულ ორჯერ უთამაშია და ორჯერვე გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.

ბელგიის ნაკრები
ჟილიან ბენოი, ტომ კოპე, სეპ დე ბეკერი, სავენაკა ვოსეა, (ყველა-დანდერმონდსი), ჟულიენ ბერგერი (პროვანსი), ბილი ბერტრანი, ლუის დებატი, მაქს დუბუა, რომენ ჰენდრიკსი, ადელინ მერესი (ყველა-სუანიე), ნათან ბონტემსი (ბოვე), გიომ ბრებანტი, თომას ბრუიარდი. თომას დენსტი (სამივე-ოტინიე), ტომ კოკუ (ობენა), ბრიუს კორადი (დიჟონი), ჟან ბატისტ დე კლერკი (სტად ფრანსე), კრისტოფ დებატი (ლიეჟუა), თომას დემოლდერი (გრასი), სვენ დჰუგი, ჩარლზ რეინარტი (ორივე-მეტრო რასინგი), კრეიგ დოუსეტი (ოლდ ალბანიანსი), ამინ ჰამზაუი (ანგულემი), მაქსიმ ჟადო (ვანი), ბრუნო ლანსელი (ჰაიერსი), ბატისტ ლესკარბურა, ნიკოლას მეუსი, უგო სენსი (სამივე-კიტურო), ჟულიენ მასიმი, ტუურ მოელანტსი, კევინ ვილიამსი (ვატერლოო), ფლორიან პირონი (ჩარტრეს), გიომ პირონი (კოლომიე), ლუკას სოტო (ოლორონი), პაულ-ედუარდ ფან ლაერი (ნიცა), ტომას ვერვურტი (ლა სეინი), ალან ვილიამსი (კონიაკი).

ევროპა რაგბი 2017, I ტური
11 თებერვალი
ბელგია-საქართველო
გერმანია-რუმინეთი
ესპანეთი-რუსეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბ–ნი აჟაკი იმ 37–ვეს ერთად თუ გამოიყვანს, თორემ ...
+__+
15:49 01-02-2017
0
კიდევ ერთხელ გვიწევს ამ დაბალი გუნდების გამასბინძლება და იმედია მომავლისთვის უკეთეები იQნებიან

misha
20:59 31-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული