The Thelegraph: ექვსი ერის შეფების პოზიცია "ახლომხედველურია"!

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ექვსი ერის მორიგი ტურნირი იწყება და წარდგენისას ორგანიზაციის შეფმა ჯონ ფიენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოკლედან საშუალო ვადებში ექვსი ერის პირველობაზე შემადგენლობის მხრივ ცვლილებები არ იქნება.

- ექვსი ერის შეფი: მოკლე ან საშუალო ვადებში ექვს ერში შემადგენლობა არ შეიცვლება

ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია პოლემიკა. The Thelegraph-ი რუბრიკა "სარაგბო დებატებში" აქვეყნებს ჟურნალისტ გევინ მეირსის სტატიას - "მოვიდა თუ არა დრო ექვს ერზე გავარდნა-აღზევების სისტემის შემოღების".

"ჩვენ შორის ყველაზე რომანტიკულები უკვე წინასწარმეტყველებენ, რომ წმინდა პატრიკის უქმეებზე დუბლინში "დიდი სლემისთვის"
ირლანდია და ინგლისი იბრძოლებენ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სუპერშაბათი გამოვიდოდა, ექვსი ერის პირველობაზე გავარდნის სისტემაც რომ არსებობდეს.

წარმოიდგინეთ სცენა - იტალიის ნაკრები კონორ ო'შის ხელმძღვანელობით ჩადის "მარიფილდზე" სათამაშოდ, მას მერე, რაც რომში სენსაციურად დაამარცხა "ლე ბლე". ამ დროს საფრანგეთი უელსს მასპინძლობს და მხოლოდ 4-ლელოიანი გამარჯვება შველის. მთელ კონტინენტზე ნამდვილი ნერვების ომი იქნებოდა!

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან ექვსი ერის კომიტეტმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ გავარდნა-აღზევების პერსპექტივა არ არის მოკლე ან საშუალოვადიანი.

დიახ, ზუსტად ეს არის "ახლომხედველობა".

რაგბი ახლა ევროპაში უფრო პოპულარულია, საკლუბო ტურნირებმა მოიცვა არაელიტური ქვეყნებიც. ექვს ერზე მოხვედრის მხოლოდ პერსპექტივაც კი ამ ქვეყნებს დიდ სტიმულს მისცემს.

საქართველო იმ ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც დიდად შეიძლება იხეიროს ექვს ერზე მოხვედრის შანსით. შემდეგ მოდიან რუმინეთი, რუსეთი და ესპანეთი. საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დაიმსახუროს ეს შანსი. იგებს ევროპის ერთა თასს (ექვსი ერი B) ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. მათი 20-წლამდელთა გუნდიც ასევე საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში, მათ შორის, მამუკა გორგოძე, იგივე გორგოძილა, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შემოდგომაზე ტესტში შოტლანდიასთან დამარცხდა, ის მაინც წინაა მსოფლიო რეიტინგში, ვიდრე ექვსი ერის მონაწილე იტალია. საქართველო მე-12 ადგილზეა და მხოლოდ 4 საფეხურით ჩამორჩება საფრანგეთს, ექვსი ერის კიდევ ერთ მონაწილეს.

თბილისი ექვსი ერის ახალ ფორმატში კიდევ ერთი დიდებული ცენტრი იქნება, ისევე, როგორც რომია, მას მერე, რაც იტალია ტურნირს დაემატა. გასულ მარტში, როცა საქართველომ რუმინეთს უმასპინძლა ეროვნულ სტადიონზე, თამაშის საყურებლად 50 ათასი ადამიანი მივიდა.

ექვსი ერის მამებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მათი საქმე სულაც არ არის სხვების განვითარებაზე ზრუნვა. ეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის საქმეა. იმასაც იოლად მივხვდებით, რატომ იკავებს თავს ორგანიზაცია დახურული "მაღაზიის" გაღებისგან. საქმე ფინანსებშია.

მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ორგანიზაცია ტურნირის გაძლიერებაზე არ ზრუნავს, რათა ის უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო სასურველი იყოს ტელევიზიებისა და სპონსორებისთვის. თუკი მხოლოდ ერთ რამეს დაამატებს - ორმატჩიან პლეი ოფს ბოლო ადგილზე გასულ გუნდსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის, ეს ძველ ტურნირს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.

ბოლო წლებში ამერიკული ფეხბურთის ბობოლები ყველანაირად ცდილობენ ევროპული ბაზრის ათვისებასაც. ერთ ადგილზე დგომით კი ვერაფერს მიაღწევ".

სხვათა შორის, გამოცემის ჟურნალისტს კომენტარებში ძირითადად ეთანხმებიან მკითხველები.
მკითხველის კომენტარები / 10 /
daviti-ს. მართლა კაცო!!!!კაი ერთი!!!! აბა ამ სტატიის ავტორი რას გვეუბნება? იმას ხომ არა, რასაც შენ წერ!! რა მაგრები ვართ ქართველები, განსაკუთრებით ფხიზელ მდგომარეობაში.....
კიტა
09:43 03-02-2017
0
ცალკე ლიგაა შესაქმნელი. ამ ფულისტების შემხედვარე ვერ წავალთ წინ. ოკეანეთის ქვეყნები, იაპონია, აშშ, კანადა და ჩვენ. რამდენიმე წელიწადში შოტლანდიასაც კარგად ვეთამაშებით და სხვებსაც 6 ერიდან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული