"ბორჯღალოსნების" ახალი ფორმის ფასი 20%-ით შემცირდა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ცნობით, რაგბის ონლაინმაღაზიაში კვართების ფასი 20%-ით შემცირდა - 249 ლარის ნაცვლად, "ბორჯღალოსნების" ახალი კვართები 199 ლარი ეღირება.

- ახალი კვართი, ახალი ფერი - "ბორჯღალოსნების" ფორმის პრეზენტაცია [PHOTO]

ეს შესაძლებელი გახდა რაგბის კავშირის, "ქენთებრის" და სპონსორების ერთობლივი ძალისხმევით.

და ვინც უკვე შეიძინა ძველ ფასად, რაგბის კავშირი მათ, კომპენსაციის სახით, 12 მარტს "დინამო არენაზე" გასამართ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებ 5-5 ბილეთს საჩუქრად გადასცემს.

ფორმის და სხვა აქსესუარების შეძენა ამ მისამართზე შეგიძლიათ - rugbystore.ge.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიხვდნენ ცოტა რომ გაეიაფებინათ,

199 კიდევ აჰა არაუშავს,

თუ არ იტირე ისე არ გამოვა არაფერი..

დავიწყე ფულის შეგროვება
aleluia
14:24 03-02-2017
0
აუჰ არადა მინდა თეთრი ფორმა. 50ზე ჩამოსვლას დაველოდები :დ
საბა
14:35 03-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული