- "ბორჯღალოსნებს" ბელგიასთან შეხვედრაში მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ტრადიციულად, თამაშამდე 48 საათით ადრე დაასახელა და კომენტარი გააკეთა:
"შეკრებამ წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. ვივარჯიშეთ გეგმის თანახმად, შევათამაშეთ რგოლები. ბიჭებმა ბევრი იშრომეს. გუნდში მწვავე, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციაა.
"ეიზელზე" რამდენიმე ახალგაზრდას გამოვცდით. ამ მორაგბეებმა ეს დაიმსახურეს. ბელგიასთან თამაში მათთვის
დარწმუნებული ვარ, რომ ახალბედები საუკეთესოდ წარმოაჩენენ უნარებს. ამით კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით მიზანს - 2019 წელს, იაპონიაში, მსოფლიოს თასზე წაყვანის კანდიდატთა წრეს გავიფართოებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"