"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს მორგბეთა ეროვნული ნაკრები 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველ მატჩს სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშია 17:0 "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

თამაშის დასაწყისში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გაიტანა. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) შეძლო, ვისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელოა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით თამაშობს:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა,
10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველ მატჩს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული