"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

AutoSharing Option
19 თებერვალს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.

მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.

28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ
ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.

47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავისი შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე.

სამწუხაროდ კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა.

68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.

ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.

ფოტო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენ რა არ გვყავდა გადახალისებული შემადგენლობა? ახალგაზრდებმა მაინც კარგად იმუშავეს, იყო სეცდომებიც მაგრამ ეს შეუთამაშებლობის ბრალია, ბელგიის მერე ხომ დიდი წინსვლაა, როგორც ჰეიგმა ბრძანა ვითარდება ახალგაზრდები და მაინც ცოდო ვართ ამათთან საბურთაოდ ცოტა ძლიერები გვინდა, მადლობა ჰეიგს და ბიჭებს ყველას ვინც ასეთ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, წარმატებები ბიჭებო გაიხარეთ
gia
20 თებერვალი 2017 12:21
0
მოგება რა თქმა უნდა კარგია, თუნდაც გერმანიასთან, მაგრამ ... აშკარად არ გვივარგოდა რაქი და გადმოგდებული ბურთის ჰაერში დაჭერა
მერაბი გ.
20 თებერვალი 2017 09:49
0
კარგად ითამაშეს. გორგაძე ძალიან მომეწონა.

2 შენიშვნა. მესხის და რუსთავის სტადიონებზე სკამები ისეთი დასვრილი იყო, რომ შარვალი და ქურთუკი გადასაგდები მაქვს. კავშირმა მოთხოვოს სტადიონის ადმინისტრაციას სუფთა სკამები დაახვედროს მაყურებელს. 10 ლარს რაში ვიხდით?

ჩვენი ნაკრების კვართზე ნომრები არ ჩანს. ან შავად დააწერეთ ან თეთრად.
gogig
20 თებერვალი 2017 00:35
0
გერმანია როდის ისცავლის რეგბის თამაშს???
givi
19 თებერვალი 2017 22:26
0
რუსეთს უნდა მოვუგოთ აუცილებლად, მაგრამ ისიც ვიცოდეთ, როომ გერმანიას მაინც და მაინც კარგად არ უთამაშია და არ უნდა გავთამამდეთ ამ მოგებით.
მაგარი მობილიზება გვმართებს.
19 თებერვალი 2017 22:24
0
არანაირი ლოგიკით გერმანიას ვერ უნდა ვუგებდეთ ყველაფერში ასე როგორც რაგბში...მადლობა უფალს რომ რაგბში მაინც შეგვიძლია,სად ჩვენი შეუმდგარი ქვეყანა და სად გერმანია...
ogafas
19 თებერვალი 2017 20:36
0
გერმანია იყო გადახალისებული და ჩვენ არა? ჯერ რა გერმანიის ნაკრები ეგ იყო სადაც გერმანული წარმოშობის ვინმე ნახეს ყველა მოაგროვეს.
Me
19 თებერვალი 2017 20:27
0
ასე უნდა უგებდეთ გერმანიის ნაკრებს ყველაფერში
ogafa
19 თებერვალი 2017 20:02
0
ისე ცოტა გვიან რო დაიწყოს თამაშები არ შეიძლება? 6 ის მერე რა მოხდება?
gg
19 თებერვალი 2017 18:58
0
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ჩვენ მეტოქეებს ჩვენთან თამაშის მოტივაცია გაუქრათ. ალტერნატივის ძიება აუცილებელი საჭიროება გახდა - გაცილებით ძლიერ ნაკრებებთან შეხვედრა. სხვაგვარად, შესაძლოა ჩვენი რაგბის განვითარებას კრიზისი შეეტყოს.
Merab
19 თებერვალი 2017 18:02
0

სიახლეები პოპულარული