Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
Zaan magari da sasixarulo ambavia mjera batoni bizina amas gaaketebs da chveni bichebi girseulad gamovlen chventvis am mnishvnelovan turnirze
misha
20 თებერვალი 2017 17:06
0
ასე უნდა მივაწვეთ ბოლომდე. აბა ჰეე, მაგარია.
kaxa
20 თებერვალი 2017 17:06
0
მაგარი კაცი
ზურა
20 თებერვალი 2017 17:05
0
ნამდვილი ქველმოქმედია: უხმაუროდ აკეთებს არაერთ სიკეთეს საყოველთაო უმადურობის ფონზე. უფალი შეგეწიოთ ბ-ნო ბიძინა
Nino
20 თებერვალი 2017 16:56
0
რაღაც ხდება? იტალიამაც (ო'შიმ) თანხმობა განაცხადა გაფართოებაზე.
რეზო
20 თებერვალი 2017 16:54
0
მაგარი ხარ!!!! მაგარი!! და პატრიოტი!!!
------
20 თებერვალი 2017 16:46
0
გაიხარე და გაგვახარე ბ-ნო ბიძინა!!! კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთე საქართველოს სადიდებლად და შურიანების "ბოღმის" ბუშტის გასახეთქად.
tngh
20 თებერვალი 2017 16:44
0
აი კაცი, ეს თუ მართალია დიდი სიკეთეა ქვეყნისთვის
აკა
20 თებერვალი 2017 16:41
0
ბიძოს პასუხი იქნება: ქლიავის ჩირი ჩეიდევითოო, მინამ 10 ლიმონს მოგცემთო
რაი?
20 თებერვალი 2017 16:37
0
ყოჩღ ბიჭებო
Paata
20 თებერვალი 2017 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული