საქართველოს რაგბის კავშირის პოზიცია: ვერ დაველოდებით ექვსი ერის კეთილ ნებას

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირი "ბორჯღალოსნების" ექვს ერში მიღებასთან დაკავშირებით საკუთარ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ექვსი ერისა" და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" განახლების შემდეგ უცხოურ პრესაში ევროპის უძლიერესი ტურნირის, ექვსი ერის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრები განახლდა.

- Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
- Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება
- ნოემბრის ტესტ-მატჩი: "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან
- საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
- Planet Rugby: კრიმინალია, საქართველოს
რაგბის განვითარების საშუალება რომ არ ეძლევა

- ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები

ამჯერად აღარავინ საუბრობს ექვსი ერიდან იტალიის მოკვეთაზე და მისი საქართველოთი ჩანაცვლებაზე. აქცენტი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის გადათამაშების დანიშვნაზე, ან ტურნირის გაფართოვებაზე კეთდება.

ამასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პოზიცია ასეთია:

ვერ დაველოდებით ექვსი ერის კეთილ ნებას. "საქართველოს რაგბის კავშირი ფიიანის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატაროთ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან საქართველოში, რათა მთელმა სარაგბო სამყარომ იხილოს როგორ უყვართ რაგბი საქართველოში.

რაც შეეხება პრო 12-ს და ზე რაგბის. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ ფრანჩაიზი, რათა ვითამაშოთ რომელიმე მაღალი დონის ტურნირში, ისეთში, როგორიც პრო 12 ან ზე რაგბია, რათა განვაგრძოთ ქვეყანაში რაგბის პროგრესირება. ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული ექვსი ერის კეთილ ნებაზე და 10-15 წლით ვერ შევაფერხებთ ქართული რაგბის განვითარებას".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ინიციატივა მომეწონა მისასალმებელია, ვინცობაა სამშობლოსაც დაუდგება ეგ მომენტი და ერი მოიყვანს ნაღდ ეროვნულ ხელისუფლბას, რომელიც რაგბსაც მიხედავს და სხვა რამესაც....
აფხაზი
14:01 24-02-2017
0
მეც მანდ ვარ, შეიქმნას ფონდი,ან უბრალოდ ანგარიში გაიხსნას დაგულშემატკივარი პირდაპირ დავაფინანსებთ რაგბის განვითარებას.
რეზო
12:43 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული