საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი სულაც ესპანელებმა მოიგეს, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-2 წუთზე, ბრედლი ლაინკდეიტერის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში გამართული 101–ე შეხვედრა იყო, საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა.

ამას ესპანელთა მწვავე იერიში მოჰყა და
შედეგად საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდიმ დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. აი, 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.

59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 39 /
კარგია რომ მოვიგეთ,თუმცა ამ თამაშშიც გამოჩნდა რომ დროა ქართული რაგბის "ავადმყოფობას" დროულად მიეხედოს, მაგ:რაქებში პასიურობა, ჰაერში შეცდომები და ფეხით უაზრო პინგპონგი. თუმცა იმ თავდადების და მონდომების შემხედვარე, რომელიც ჩვენს ბიჭებში არსებობს, მჯერა რომ ეს პრობლემებიც მალე მოგვარდება, რადგან
რაგბი
ჩვენი
თამაშია!!!
ლაშა
05 მარტი 2017 00:09
0
საშინლად ვითამაშეთ. შემადგენლობაც არ ვარგოდა. დააბრუნეთ გორგაძე და კოშაძე. ამთავითვე დავიწყოთ მოქმედი ფულბექის ალტერნატივის ძებნა. მსოფლიომდე დიდი დრო არ დარჩა.
gogig
04 მარტი 2017 23:41
0
გილოცავთ მოგებას.
მაგრამ ექვსი ერამდე 20 წელი გინდათ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მორაგბებს
ღიპი არ ექნებათ და დაიკუნთებიან.
ჯერ საკუთარი ჩემპიონატი გავაძლიერთ თორემ ფეხბურთელებზე უარესი დაგემართებათ და არ მინდა ასე მოხდეს.
თენგიზ გაგუა
04 მარტი 2017 23:00
0
გილოცავთ მოგებას.
მაგრამ ექვსი ერამდე 20 წელი გინდათ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მორაგბებს
ღიპი არ ექნებათ და დაიკუნთებიან.
ჯერ საკუთარი ჩემპიონატი გავაძლიერთ თორემ ფეხბურთელებზე უარესი დაგემართებათ და არ მინდა ასე მოხდეს.
თენგიზ გაგუა
04 მარტი 2017 23:00
0
რა ექვსი ერი?
ხო არ გადაირიეთ? ექვსი ერის ტურნირი კაზინოში თამაშივით არის. დიდი ფული ტრიალებს, იმიტომ შეათრიეს იტალია და ეხლა გერმანიის შეტყუებას ჩალიჩობენ.
იქ მდიდარი ქვეყნები უნდათ თავისი მილიარდერებით.
ყველაფრის ამბიცია ნუ გაქვთ. დაეტიეთ აქ.
04 მარტი 2017 22:29
0
ვულოცავ ბიჭებს! უბრალოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ თამაშის შედეგით
კოტე
04 მარტი 2017 22:26
0
niko -ს სრულიად ვეთანხმები. დავამატებდი რომ მეკოს ღირსეულ შემცვლელეზე მუშაობა მიდის, მაგრამ ამ ბიჭებს უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოთ სერიოზულ მატჩებში მით უმეტეს, რომ საგზური მოპოვებული გვაქვს.
murtalo
04 მარტი 2017 22:25
0
ჩვენი რეგბისტები ვაჯკაცი ბიჭები არიან მაგრამ ასეთი თამაშით ძნელად თუ მიგვიღებენ ექვს ერში ასე რომ მეტი მუშაობაა საჭირო
nukri
04 მარტი 2017 22:12
0
ჩვენი რეგბისტები ვაჯკაცი ბიჭები არიან მაგრამ ასეთი თამაშით ძნელად თუ მიგვიღებენ ექვს ერში ასე რომ მეტი მუშაობაა საჭირო
nukri
04 მარტი 2017 22:10
0
მსაჯი ჩამოსახრჩობია. სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა, რამდენზე თვალი დახუჭა, რამდენი უპირატესობა არ მოგვცა ან წაგვართვა. ნუ ჩვენების სუსტი თამაშიც არის, ალბათ ახალი ბიჭების გამო, თორემ ძველები ამათ მსაჯიანად გადაურბენდა ერთი 30 ქულის სხვაობით.
Lasha
04 მარტი 2017 22:08
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული