საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი სულაც ესპანელებმა მოიგეს, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-2 წუთზე, ბრედლი ლაინკდეიტერის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში გამართული 101–ე შეხვედრა იყო, საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა.

ამას ესპანელთა მწვავე იერიში მოჰყა და
შედეგად საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდიმ დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. აი, 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.

59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ძალიან ცუდად ითამაშეს. კი მსაჯი არ ვარგოდა და ბევრი შეცდომა დაუშვა. ბურთის კონტროლი ვერ ვისწავლეთ და ხელით თამაში, რამდენჯერ დაუვარდათ ბურთი, მეკოს უყორადღებო შეუხევი პასები არ ვარგა იგივე შეცდომებს უშვებს ყოველ თამაშში. ნუთუ 15 ნომერი არ მოძებნება მთელ საქართველოში? ფეხიტ ბურთის აუტში გადატანა რაღა პრობლემად შეიქმნა. ჯარიმა გაქვს და უპირატესობა და მოედანში ტოვებს ბურთს. კი კარგი მოთამაშეა მთლიანობაშI მაგრამ უკეთესია გამოსაზრდელი და მოსაძებნი. ვასკამაც ბევრი შეცდომა დაუშვა უთამაშებლობა ეტყობა. უკანა ხაზი თავდასხმაში ისევ ბრტყლად დგას და ამიტომ ბურთს დამდგარები იღბენ იმის მაგივრად რომ სისწრაფეში და მოძრაობაში. ეპანეთს 30 ქულის სხვაობით უნდა უგებდეს დალაგებული გუნდი.
niko
04 მარტი 2017 22:01
0
მოგების მიუხედავად, მეც ასევე უკმაყოფილო ვარ ჩვენი ნაკრების თამაშით.მსაჯი აშკარად არაობიექტური იყო.სამწუხაროდ, ნაკრების თამაშში სულ უფრო მატულობს ელემენტარული შეცდომები...
გივი271
04 მარტი 2017 21:59
0
გმადლობტ ბიჭებო!!! გილოცავთ!!! გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!!
tngh
04 მარტი 2017 21:58
0
ასეთი შემადგენლობით (ძველების და ახლების კომბნაციით) პირველად ითამაშეს ბიჭებმა. მჯერა, კიდევ მოუმატებენ, შეთამაშდებიან, და უკეთესი ხარისხით ვითამაშებთ. მადლობა ბრძოლისთვის!
ქუთაისელი
04 მარტი 2017 21:57
0
ვულოცავ ყველას!!!! მადლობა ბიჭებს განსაკუთრებით ახლებს!!!!
ცოტა კი დავიძაბე, უფრო დამაჯერებლად მოგება მინდოდა:)
გაიხარეთ, ყველზე მაგარი ნაკრებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
daviti
04 მარტი 2017 21:36
0
მეგონა რაგბის წესები ასე თუ ისე ვიცი მეთქი,ახლა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ რამე მცოდნია.ეს თამაში მგონი განსხვავებული წესებით ჩატარდა.ჩვენს თამაშში დადებითი მომენტები იყო მათიაშვილის კარგი დებიუტი და ლელო.ეს ერთი და სხვა მრავალი;კაჭარავას დაბრუნება და შერკინების სრული უპირატესობა.დანარჩენი კი,აგრესიული დაცვა,რაქში სწრაფი გადაყრა,სწრაფი შეტევა,ბურთიან კაცზე მიყოლა,ამ თამაშის მიხედვით ესპანელებისაგან გვაქვს სასწავლი.პირველ ტაიმზე სათქმელიც არაფერია,უბრალოდ საშინელება იყო,მეორეში ცოტა გამოსწორდა,მაგრამ ნორმალურ თამაშამდე მაინც ძალიან ბევრი აკლდა.
ჩვენს ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას და მომავალში გაცილებით უფრო დალაგებულ თამაშს მოველი,პირველი ტაიმი კი წარუმატებელ ექსპერიმენტად ჩავთვალოთ.
სოსო
04 მარტი 2017 21:35
0
მიუხედავად იმისა რო მოვიგეთ უკმაყოფილოვარ...
zura
04 მარტი 2017 21:04
0
როგორც ყოველთვის ... ვაჯობეთ მეტოქეს და ასევე მსაჯს ...
ბესო72
04 მარტი 2017 21:01
0
მეტს ველოდი ჩვენი ბიჭებიდან,როგორც გავიგე ესპანელებს მეორე შემადგენლობა ჰყოლიათ და გასაკვირი იყო მათგან ესეთი კარგი თამაში,თუმცა ჩვენც სუსტად ვითამაშეთ.მიუხედავათ ამისა მაინც მაგრიბი არიან ჩვენი ბიჭები და ვულოცავ ამ გამარჯვებას.
irakli81
04 მარტი 2017 21:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული