საქართველო-რუსეთის მატჩის 28 000 ბილეთი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის IV ტურის მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაიყიდა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 28 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს "დინამო-არენის" სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით, tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო-არენის" სალაროებში (11:00-19:00).

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

- მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბილეთების 80% სპეკულანტებს ექნებათ ნაყიდი!
Gela
11:53 08-03-2017
0
anatoli virsshevec-ს რათქმაუნდა და სულ ასე იქნება! მოიცადე ჯერ რუსეთის ჰიმნზე ნახე რა იქნება!! გაწბილებულმა შეგიძლია ფეხზე წამოდგე მათ ჰიმნზე!)))))))) Zezva-ს გეთანხმები მერე რა რომ რომელიმე სპორტის სახეობაში დაჩაგრავ გულის მოსაოხებელად ეს ნამდვილად არ გამოდგება არც რაგბი და არც რომელიმე სპორტის სახეობა!
svan
21:28 07-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული