დავით კაჭარავა: ჩემს რუს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული კლუბის "ენისეის" მორაგბე დავით კაჭარავამ "შევარდენზე" გამართულ ღია ვარჯიშზე ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"ვიცით, რომ რუსეთთან თამაში ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც ამ თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გულშემატკივარი მრავლად მოვა და მათ წინ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. "დინამო არენის" ატმოსფეროც არაჩვეულებრივია და ვფიქრობ,
კარგი თამაში გამოვა, რომელიც ჩვენთვის დადებითად დასრულდება.

განვიხილეთ რუსეთის თამაში და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობაა წინა წლების გუნდებთან შედარებით.

ჩემს თანაგუნდელებს ძალიან უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა და 50 000 გულშემატკივრის წინ თამაში. რუსეთში, თუ არ ვცდები, 2 000 გულშემატკივარი ესწრება, სპორტსმენისთვის კი ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში მნიშვნელოვანია", - თქვა კაჭარავამ, რომელიც რუსეთთან მატჩში 98-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
50 000 რუსი ცამოდის? და ამას რა უხარია?
0
რატომ აკომენტარებ აქ? ისე კლდეზე ცოცვა თუ იცი?
klde-s
01:17 12-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული