"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენის" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მალევე, მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა.
გიორგი კოშაძის ლელო
Sportall.Ge

მერაბ კვირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.

26-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მერაბ კვირიკაშვილმა ულამაზესი სოლო-რეიდის შემდეგ, სადაც რამდენიმე რუსი მორაგბე ჩამოიტოვა, პასი ვასილ ლობჟანიძეს
მისცა, რომელსაც ლელოს დამიწება არ გასჭირვებია. კვირიკაშვილმა კი გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა - 14:0.

ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.

საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 14:0 დასრულდა.

50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ უკვე მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა გარდასახვით 2 ქულა დაუმატა და ანგარიში 21:0 გახადა.

52-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მამუკა გორგოძესა და რუს მორაგბეს შორის ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მალევე განიმუხტა.

- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]

სამწუხაროდ, 55-ე წუთზე რუსებმაც შეძლეს ლელოს დადება. 5 ქულა იური კუშნაროვმა ჩაიწერა. რუსებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 21:7.

58-ე წუთზე კვირკაშვილს სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

67-ე წუთზე კი დავით კაჭარავამ ჩაიწერა ლელო საკუთარ ანგარიშზე, კვირიკაშვილს ამჯერად სიზუსტემ არ უმტყუნა - 28:7.
იხილეთ ვიდეო: საქართველოს ლელოები რუსეთთან მატჩში
Sportall.Ge

75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც გაიტანეს - 28:14.

საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 28:14 გაიმარჯვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

- "ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"
- პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...
- მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 მარტს სტუმრად რუმინეთთან გამართავენ.

ფოტო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგრად ვეთამაშეთ დოპინგით გაბერილ რუსებს არაფერი არ უშველით ამ უბედურებს;)))
vato
01:57 13-03-2017
0
კი უსტვენდნენ მაგრამ ძალიან ცოტა ნაწილი უსტვენდა
svan-ს
10:17 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული