პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში რუსეთის ნაკრები "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 14:28 დამარცხდა.

"მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მატჩი საქართველოში იყო და მეტოქე ძლიერი შემადგენლობით დაგვხვდა.

ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ჩვენი ცუდი დასაწყისისა ტრავმებია. დღეს დაახლოებით 10 მოთამაშე გვაკლდა, ამიტომ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

გუშინაც ვთქვი, რომ 50
000-ზე მეტი გულშემატკივრის ინტერესი უნდა გაგვეთვალისწინებინა და ეს მატჩი ზეიმად გვექცია, მისი ღირსეული მონაწილე უნდა ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც.

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენც ასეთ სტადიონზე ვთამაშობდეთ და ასეთი ძლიერი გუნდი გვყავდეს, მაგრამ ამ დონისგან ჯერ შორს ვართ. თქვენთან რაგბი სპორტის პირველი სახეობაა, ჩვენთან კი ახლა იდგმება ნაბიჯები.

ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება იმ დონემდე მისაღწევად, რომ კონკურენცია გავუწიოთ თქვენს ნაკრებს.

დაბოლოს, მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს. ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივი იყო", - თქვა პერვუხინმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ! რუსი ეძახე შენ...
0
კაცური კაცი,მაგას ხომ აღიარება უნდა?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული