"ბორჯღალოსნები" ბუქარესტში გაემგზავრნენ - ღია ვარჯიში და კომენტარები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. 16 მარტს კი "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართეს.

საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად, ბევრი იმუშავა ხელდახელ, მრავალფაზიანი კომბინაციების გათამაშებაზე. ვარჯიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა რუმინელთა წინააღმდეგ ასეთი იქნება:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი სვანიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. იოსებ ბეკოშვილი, 4.
გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

როგორც ხედავთ, ახალგაზრდებიდან შემადგენლობაში მხოლოდ ორია - გარემარბი ირაკლი სვანიძე, რომელიც ეროვნულ გუნდში მეორე მატჩს გამართავს და მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელიც უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა.

ნაკრებში ახალი მოთამაშეა პირველხაზელი სოსო ბეკოშვილიც.

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის სხვა მონაწილეებს არ ვაკნინებ, მაგრამ ფაქტია, რუმინეთი ჩვენთვის გამორჩეული მეტოქეა. ისინი ამბობენ, რომ იციან, როგორ უნდა გვაჯობონ და პირდაპირ აცხადებენ, მოვიგებთო. მათ უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს და უნდათ, შარშანდელი მარცხის გამო რევანში აიღონ. ჩვენ წინასწარი საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით და ახლაც ასე ვიტყვი, გავალთ მოედანზე და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"წინ ფინალის ტოლფასი, რთული თამაში გველოდება. რუმინელები დიდი მონდომებით ემზადებიან და როგორც პრესასთან ამბობენ, აქვთ შანსი, რომ ექვსწლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტონ. ჩვენც ვემზადებით და გუნდში დაძაბულობაც იგრძნობა. იმედია, მოვახერხებთ სასურველი თამაშის ჩვენებას და გამარჯვებას. პროგნოზებს არასდროს ვაკეთებ, თუმცა გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე, რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ და ვნახოთ, ეს რა შედეგის მომტანი იქნება".

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ეს ჩვენი ბოლო კვირაა და თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. მარტივი თამაში არ გვექნება. რუმინელები ჩვენ დასახვედრად დიდი მონდომებით ემზადებიან და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ყველა ძლიერ მხარეს გამოვიყენებთ, რაც თამაშის მოსაგებად იქნება საჭირო. ბიჭები მზად არიან და შეხვედრას სრულიად მობილიზებულნი ვხვდებით".

რუმინელებს "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველობის მოსაპოვებლად "ბორჯღალოსნების" ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება მართებთ. ჩვენს გუნდს კი ხელს ფრეც აძლევს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ანგარიშით მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ქულები დააკლდება, მაგრამ მე-12 პოზიციას მაინც შევინარჩუნებთ.

შეგახსენებთ, რუმინეთის ნაკრებს აქამდე ოცჯერ შევხვედრივართ. აქედან 11 მოვიგეთ, 8 წავაგეთ და ერთხელ ფრე ვითამაშეთ. რუმინეთთან ბოლო 3 თამაში მოგებული გვაქვს, ბოლო 7 მატჩიდან კი ერთიც არ წაგვიგია. ბოლოს რუმინეთთან 2010 წელს ბუქარესტში დავმარცხდით.

მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

რუმინეთი
პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე (ორივე-კარკასონი), მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი)
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)
#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა)
#12-13: ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)
#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)
#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა)

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია

19 მარტი
რუმინეთი-საქართველო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2
2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3
3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0
4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0
5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0
6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
როგორ შეიძლება ასეთი რაღაცეების წერა? რატომაც გვიყვარს ყველას რაგბი იმიტომაა, რომ ასეთი სიბინძურეები არ ხდება და თუ მტერი და ინტრიგანი არ ხარ ამ სახეობის, პრინციპული თამაშის წინ არ უნდა აკეთებდე ასეთ კომენტარს
vakho
18 მარტი 2017 12:47
0
რაც საქართველოს ნაკრები არსებობს,მასში ჩაწყობით არავის უთამაშია და კიდევ კაი ხანი ასე იქნება.სვანიძემ კი კარგად ითამაშა და სხვა ბიჭები რატომაც არ არიან,ამაზე სხვებმა უკვე ისაუბრეს.
სოსო
17 მარტი 2017 22:17
0
არ გინდატ რომ გჯეროდეტ
misha
17 მარტი 2017 22:08
0
არ გინდატ დაინახოტ მომავალი
misha
17 მარტი 2017 21:52
0
ოხ,ოხ,ოხ, რა კაკაპონია ატეხეთ? დავალებას კარგად ასრულებთ, ერთი წერს თუ ორი? სვანიძე გყავთ განცილვაში, ისე ტოგორც ვიცი მოთამაშე იმდენად არ გაინტერესებთ, როგორც პრეზიდენტი.... არაფერი გამოგივათ მაგარი ნერვების პატრონია და დაცყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თან ისე, რომ რაგბი საკმაოდ წინ წაიწევს, დამშვიდდით...,
Gela
17 მარტი 2017 18:57
0
მივესალმები ყველა იმ მორაგბის საქმეში გამოცდას რომელიც ნაკრებს გააძლიერებს, თუმცა ეროვნულში ის უნდა დარჩეს ვინც ნამდვილად დაიმსახურებს.
რუმინეთი დიდი ხანია ჩამოყალიბდა ჩვენს პრინციპულ მეტოქედ, რომელთან გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი რაგბის წინსვლისთვის, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ვინ სად და როდის გამოვცადოთ.


საიუბილეო გამარჯვებას ვუსურვებ ნაკრებს!!!
ლაშა
17 მარტი 2017 18:33
0
არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით იმის დაწერა რაც არ იცით, ვიღაცეებს ძალიან უნდათ რაგბი ფეხბურთს შეადარონ, მაგრამ სულ ტყუილი მცდელობაა, სვანიძე იქნება თუ პეტრე, ყველას თავისი ადგილი ექნება, დაუმსახურებლად არაფერი კეთდება და იქნებ თავი შეიკვოთ? თქვენ ჰეიგს არ იცნობთ, მასზე ვერავინ და არავინ იმოქმედებს თუ თვითონ არ უნდა, რა ვერ გაიგეთ, კაცი მსომსოფლიოსთვის ნაკრების კანდიდატებს სინჯავს....
Datos da mistanebs
17 მარტი 2017 18:24
0
ფრუიძე და მათიაშვილი სამხრეთ აფრიკაში არიან 7 კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე, მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს და თან განთავისუფლებულია ნაკრებიდან ტყუპები უნდა ეყოლოს, ჩვენ კიდე მაგ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს და ვინ უნდა ათამაშონ ამ კონკრეტულ თამაშში თქვით მაშინ აბა
.....
17 მარტი 2017 18:22
0
ძალიან ცუდად მსჯელობთ , რატომ უქმნით პრობლემას 20 წლის ბიჭს არ ივარგებს, ვერ ითამაშებს და აღარც ათამაშებენ. ცუდად გცოდნიათ სვანიძეები. ვხვდები ქარი საიდანაც უბერავს, მაგრამ არუშავს, ყველაფერი წინ არის, წინ საქართველო....ისე არავინ იცის ვინ რომელ ასსკში გაიხსნება, ქართველებს ბოღმა ახრჩობთ ხოლმე და ეს ღუპავს ყველაფერს....
Avto
17 მარტი 2017 18:05
0
ამათმა რა უნდა მოგვიგონ. რუმინეთის ჩემპიონატის მორაგბეებმა თუ დაამარცხეს საფრანდეთის ლეგიონერთა ნაკრები, მაშინ უაზრო და უსაფუძვლო ყოფილა საქართველოს ამბიციები უფრო მეტზე. ამნაირი დაჩმორებული ალბათ არასოდეს ყოფილა რუმინული რაგბი. ან საერთოდ დაკარგეს ინტერესი ამ სახეობის მიმართ, მობეზრდათ ალბათ ე.წ. "ბობოლების" ნასუფრალის ყურება შორიდან.
.........
17 მარტი 2017 17:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული