მილტონ ჰეიგი: ზოგს ჰგონია, რომ ქართველი მორაგბეები დათვებთან კრივში ვარჯიშობენ

AutoSharing Option
ფრანგულმა L'EQUIPE-მა დიდი სტატია მიუძღვნა ქართულ რაგბის, სათაურით: "საქართველო - პატარა გოლიათი დაკეტილ კართან". პოპულარული გამოცემის ჟურნალისტი დომინიკ ისარტელი სტატიის დასაწერად ესპანეთში, მედინა დელ კამპოში საგანგებოდ ჩავიდა და ქართველთა მზადებასა და ესპანელებთან მატჩსაც დაესწრო.

"საქართველო ოცნებობს, რომ ერთ დღესაც შეაღებს ექვსი ერის კარს, მაგრამ რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციები კავკასიელებისთვის ბევრს არ აკეთებენ", - წერს ფრანგი ჟურნალისტი.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს სტატიიდან:

"ქართველი მორაგბეების ჯანიანობაზე ლეგენდები დადის. მადრიდში, "პასე დელ არტეს" სასტუმროს ლობიში ასაკოვანი წყვილი ლიფტს ელის, მაგრამ როცა კარი იხსნება და
იქიდან ქართველი მორაგბეები ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი ნემსაძე და ჯაბა ბრეგვაძე იღიმიან, წყვილი უნებურად უკან იხევს, "არა, იყოს, სხვას დაველოდებით".

"ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ბავშვებს ვჭამთ", - გვეუბნება 32 წლის ვეტერანი ნემსაძე, რომლის ანგარიშზეც 67 კეპია.

"არიან ისეთებიც, რომელთაც მთელი სერიოზულობით ჰგონიათ, რომ ქართველები დათვებთან ვარჯიშობენ კრივში", - იცინის მილტონ ჰეიგი, 52 წლის ზელანდიელი, რომელიც 2012 წლიდან "ბორჯღალოსნებს" წვრთნის და თბილისში ცხოვრობს"...
მკითხველის კომენტარები / 5 /
დათვებთან ბოქსაობა :)))))))))))
ragbi rugbi
18 მარტი 2017 17:35
0
ბატონი მილტონ ჰეიგი საოცრად კარგი პიროვნება ჩანს.მან შეძლო ის, რაც ვერ მოახერხეს ცხვა უცხოელმა მწვრტნელებმა. ბატონმა ჰეიგმა ადვილად აუღო ალღო კარტულ მენტალიტეტს და შედეგმაც არ დააყოვნა.მადლობა მას ამისატვის.პ.ს.მადლობა ჩვენს მორაგბეებს.
ნინი
18 მარტი 2017 12:46
0
რა თქმა უნდა სერიოზულად იფიქრებენ.დათო როსტომაშვილმა არ მოჰყვა იუმორინაში,დათვმა რომ იჩხუბა ქორწილში?
ვენაცვალე სვანებს,მართლა მაგარი ხალხია და იუმორიც შესანიშნავი აქვთ.
სოსო
18 მარტი 2017 11:45
0
ძალიან კარგი პოზიტივი დილიდან. მადლობა
დათა
18 მარტი 2017 10:48
0
გაგახაროთ ღმერთმა, ასე არ მიცინია კარგა ხანია:)))
murtalo
18 მარტი 2017 00:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული