"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
წაგება და ცუდი თამაში იქით იყოს და რა პანიკა არის ზოგ-ზოგიერთში ატეხილი ნეპოტიზმთან დაკავშირებით? საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ რამხელა შეურაცხყოფას აყენებთ მთლიანად კავშირ-მწვრთნელ-მოთამაშეებს? ან ახალგაზრულებს უყურეთ ან შიდა ჩემპიონატს იქნებ ცოტა გაიგოთ ამ მოთამაშეების შესახებ რამე, ან მსგავსი კომენტარების (არ ცოდნის გამო ან განზრახ პირადი მტრობის გამო გაკეთებულის) წერას შეეშვით.
MVP
20 მარტი 2017 13:48
0
live
20 მარტი 2017 00:40

რუმინეთმა საღოლ, ჯანიანად ითამაშა, მაგრამ რომ არა ნემსაძის ტრავმანარევი უდროო გადაცემა ნეტა რის ხარჯზე მოიგებდა რუმინეთი ამ ბიჭებთან?
ანდრი
20 მარტი 2017 12:44
0
halagaji
20 მარტი 2017 11:07

რაც გინდა იმას ხედავ?ვლაიკუმ ხო გახია კარები გუშუინ :)
რეზო
20 მარტი 2017 12:36
0
მეკო რო არა იქნაბ საერთოდ ვერც მოგვეგო თამაშები, გერმანიის გარდა. ნუ იბოღმებით... არც დასაწყისში მოგვწონდა მელიტონას მუშაობა სანამ არ დაიდო შედეგი მსოფლიოზე და ზაფხულში. სწავლობენ ჯერ თამაშს და ასეთი დღეები გარდაუვალია. აკლდა მაყურებლის თვალით ამ ნაკრებს ბევრი რამ მტელი ტურნირის მანძილე. მოიცადეთ და ნახავთ რო მოიტანს შედეგს ეს ექსპერიმენტები.
რეზო
20 მარტი 2017 12:34
0
არ მინდა კვირიკაშვილზე ცუდი ვთქვა, მწვრთვნელთა შტაბში შეიყვანეთ-რა, თუ მაინდამაიც... საქართველო რომ რუმინეთთან წააგებდა ეს რუსეთტან თმაშში გაცხადდა ჯერ კიდევ... მალე დაიცლება სტადიონები რაგბის მოყვარულებისაგან, საქმეს ისეთინ პირი უჩანს...
ტუფტებს
20 მარტი 2017 11:46
0
გეხვეწები გაჩერდი რა, ვლაიკუს რომ გაეტანა ყველა უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, მეკომ ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, გთხოვთ ვიდრე კომენტარს დაწერთ დაფიქრდეთ, ყველა პროფესორი გახდება ახლა, ვიღაცა წერდა ცაგარელმა თქვა ძველ მაისურებს თუ არ ჩაიცვავენ წარმატებას ვერ მიაღწევენო
halagaji-s
20 მარტი 2017 11:41
0
მივიღეთ ლოგიკური შედეგი.უნდა დავფიქრებულიყავით წინა ორი უსახური თამაშით და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივცემოდით.
გულშემატკივარი
20 მარტი 2017 11:40
0
არგვინდა ასეთი საუბარი ვინ იტამაშა ვინ ვერ ითაშა გვარების დასახელება, ამ ბიჭებმა არაერთი სიხარული გვაჩუქეს ყველა უდიდესი მადლობა გენაცვალეთ ჯიგარში ბიჭებო და ასევე ჰეიგს ძალიან მაღალი დონის წვრთნელია და მადლობა, მაგრამ აი ეს დერეფანი რა გახდა რა იქნებ გაითვალისწინონ, ასევე დაცვაშიც და რაქებშის ძალიან სუსტად გამოვიყურებით მოკლედ მისახედია საქმეს სერიოზულად და მიეხედება.
ამ ფედერაციაში რა ხდება რაც შეიცვალა პრეზიდენტი რაღაც გუნდსაც დაეტყო მგონი?!!!
gio
20 მარტი 2017 11:34
0
tazo–ს კომენტარს სრულად ვიზიარებ! როგორ შეიძლება ამ ბიჭებით უკმაყოფილონი ვიყოთ?! მე ვამაყობ ბორჯღალოსნებით! ეს სპორტია და წაგებებიც ახლავს მას(არ ვიცი რამდენად სწორი ანალოგი მომყავს,მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში ბრაზილიამ 7 გოლი გაუშვა,მაგრამ არავის უთქვამს,რომ მათ ფეხბურთის თამაში დაავიწყდათ). მწამს მომავალი დიდი გამარჯვებების!
თამაზ ხუბუა
20 მარტი 2017 11:29
0
წავაგეთ, გაბრაზებული ვარ, მაგრამ ცუდის დაწერა მაინც არ მინდა.

ახალი თაობა უნდა მოვიდეს!
მომავალში წარმატებების იმედით.
20 მარტი 2017 11:26
0

სიახლეები პოპულარული