- "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ
ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეშო) მოიპოვეს.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.
აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის
საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის! საწყენია წაგება, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. 6 ერისთვის რო მზად არა ვათ, ამაზე თვითონ ჩვენი მორაგბეებიც ცდილობენ ხოლმე მიგვანიშნონ (მახსოვს ინტერვიუ მამუკასთან, სადაც პირდაპირ თქვა ამის შესახებ). თუმცა აქვე მინდა ისიც ვთქა, რომ არ შეიძლება 6 ერის ბოსებზე ზეწოლის მოდუნება. დრო როდესაც მოვა, ნიადაგი უკვე შემზადებული უნდა იყოს. ჩვენ კი ცოტა უფრო შორს უნდა გავთვალოთ და იმედია სამწვრთნელო შტაბიც ამ აზრზეა. მხედველობაში მაქვს 2019-ში მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა. თუ ეს მოხდა, ვფიქრობ, მერე უკვე რეალური იქნება 6 ერში გადასვლაზე ფიქრი.