მსოფლიოს თასი 2019: რომელ კალათაში მოხვდნენ "ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასი მონაწილე ნაკრებები კალათებში.

- რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
- ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა

I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი
III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

მსოფლიოს თასის პულების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის საიტის მიხედვით, რუმინეთში წაგებამ "ბორჯღალოსნებს" ისტორიაში საუკეთესო შედეგის, მე-11 ადგილის გამეორების
შანსი არ მისცა.

ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ისევ მე-12 ადგილზეა, თუმცა ქულები დააკლდა - 72,92 ქულა.

შეგახსენებთ, რომ დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც საკვალიფიკაციო მატჩების მერე გამოვლინდებიან, მე-4 და მე-5 კალათებში მოთავსდებიან.
მკითხველის კომენტარები / 25 /
არგენტინას სამხრეთში დამატებამ ქულები ძაან დააკლო. რეალურად მეორე კალათის გუნდებზე ძლიერია, მინიმუმ ორზე და კარგია რომ აგვცდნენ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მე4 (სავარაუდოდ ფიჯი სამოა ტონგა რუმინეთი) და და მეხუთე კალათებია (სავარაუდოდ აშშ, კანადა, ნამიბია და ესპანეთი). მთავარია მანდ გაგვიმართლოს და იმის საშუალება დაგვრჩეს რომ ერთ თამაშზე კონცენტრაცია მოვახდინოთ. ვნახოთ რა იქნება. ზელანდია, შოტლანდია, საქართველო, ევროპის პირველი (რუმინეთი დიდი ალბათობით) და რეპეშაჟის გამარვებული (ჩემი აზრით ესპანეთი გავა) იქნებოდა ალბათ ყველაზე სასურველი ჯგუფი.
vas
21 მარტი 2017 02:08
0
პირველ და მეორე კალათებზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი. ალბათ პირველიდან მაინც ზელანდია გვირჩევნია ყველას, გვეცოდინება რომ ყველას მოუგებს მაინც. მეოთხედან ევროპის საკვალიფიკაციო გამოვლილს ვისურვებდი და მე5 კალათიდან რეპეშაჟი რა თქმა უნდა. მეორე კალათას რაც შეეხება დღეს სამხრეთ აფრიკა და უელსი შედარებით ცუდ ფორმაში არიან მაგრამ კაცმა არ იცის 2.5 წლის მერე რა იქნება. მე მაინც ევროპულს ვისურვებდი რომელიმეს, ალბათ უფრო შოტლანდიას.
gia
21 მარტი 2017 01:58
0
ვაი დედა! რა იტალია? რის ატამი? და რაის გარგლის კურკა? ღმერთო ტაბურეტკას რომ გვსვრი აღარ მწყინს, ღირსები ვართ
bs
20 მარტი 2017 23:08
0
დავიწყოთ: ფეიქრიშვილი, ჩილაჩავა, მამუკაშვილი, მჭედლიძე, კოლელიშვილი, ქუბრიაშვილი, წიკლაური, ჩხაიძე, დაშავებული ნემსაძე, სუთიაშვილი და მაპატიონ თუ ვინმე მრჩება, ეს ჩამონათვალი ვინმეს გონია, რომ ცოტაა? ეს ხალხი, რომ გვყოლოდა რუმინეთთან 100% გარანტიით მოვიგებდით, მაგრამ ალბათ ახალგაზრდების გამოცდის, მათთვის სათამაშო პრაქტიკის და მნიშვნელოვან მეტოქესთან გამოცდილების მიღების მიზნით ეს ხალხი ნაკრებში არ იყო. ვფიქრობ 2019 წლისთვის ეს ყველაფერი უნდა წაგვადგეს და უფრო ძლიერები ვიქნებით ვიდრე 2015-ში, მაგრამ რუმინეთთან წაგება მაინც მტკივნეულია და მინდოდა, რომ მოგვეგო, თუმცა მწვრთნელის, მართლაც კარგი კაცის, ნაფიქრი და ნააზრევი სწორედ ზემოთ აღნიშნული იყო და მან ყველაზე კარგად იცის რასაც აკეთებს.
patrioti
20 მარტი 2017 22:42
0
:D :D :D :D წაიკითხეთ ხალხო სტატია, სანამ კომენტარს დაწერთ.
giorgi
20 მარტი 2017 22:37
0
თქვენ ისა თქვით, მეორე კალათიდან ვინ უფრო აჯობებს, რომ შეგვხვდეს? ვისთან უფრო გვექნება გამარჯვების შანსი???
20 მარტი 2017 22:35
0
მთავარია დაინტერესებული გულშემატკივრის რაოდენობა იზრდება და თანდათან გაერკვევიან თამაშის წესებშიც, განთესვაშიც და კენჭისყრაშიც! ამაზე მეტი პრობლემა არ მოგვცეს ქართული რაგბის გულშემატკივარს!:) წარმატებები ყველას!
პაატა
20 მარტი 2017 22:01
0
ძაან იოლი ჯგუფი შეგვხვდა, ზელანდიის ჯგუბში დაჭამენ ერთმანეთს :დ
მამისმამა
20 მარტი 2017 21:49
0
რა სასტავი იჩითება...ტიპები კალათს ჯგუფისგან ვერ ანსხვავებენ :))) ხო,პირველივე შეხვდრას იატალიასთან ჩავატარებთ :))) იმედია "ერთა თასსა" და "ექვს ერს" მაინც ანსხვავებთ ერთამანეთისგან :)))
andria
20 მარტი 2017 20:58
0
გიორგის, იტალიას ვერ შევხვდებით ერთ კალათში ვართ ერთ ჯგუფში კიარა.
mameluk
20 მარტი 2017 18:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული