იტალიას ისევ ვერ დავეჯახეთ - კარგი და ცუდი ვარიანტები "ბორჯღალოსნებისთვის"

AutoSharing Option
ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ განაწილდებიან 2019 წლის მსოფლიოს თასის მონაწილე ნაკრებები კალათებში. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიოს რეიტინგმა საბოლოო სახე მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში წაგების გამო 1,22 ქულა დაკარგა და ახლა 72,92 ქულით ისევ მე-12 ადგილზეა. შედეგად, ჩვენი ნაკრები მესამე კალათაში აღმოჩნდა, თუმცა ეს ისედაც ადვილად პროგნოზირებადი იყო.

საინტერესოა, რომ მესამე კალათაში ასევე წინა მსოფლიოს თასის გათამაშების მეოთხეადგილოსანი არგენტინის ეროვნული გუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჯერად "პუმებს" იაპონიის მსოფლიოს თასზე
აღარ დავუპირისპირდებით.

მესამე კალათაში არიან ასევე შეჯიბრების ორგანიზატორი იაპონია და იტალია. კარგია, რომ მასპინძელი აგვცდა, მაგრამ ცუდია, რომ იტალიას ისევ ვერ "დავეჯახეთ".

კალათებში გუნდები ასე განაწილდნენ:

I კალათი: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათი: შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, უელსი
III კალათი: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია

ამრიგად, ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ ჯგუფში მესამე ნომერი იქნება. ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ პირველ და მეორე ნომრებად ჩვენს ჯგუფში ახალი ზელანდია და შოტლანდია მოხვდებიან. "ოლ ბლექსთან" კიდევ ერთხელ თამაში ჩვენი ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიადი ფურცელი იქნება. შოტლანდია კი, ვფიქრობთ, მეორე კალათში მაინც ყველაზე სუსტია. ეს არ ნიშნავს, რომ მასთან მოგების შანსი დიდია, მაგრამ ფაქტია, დანარჩენები მასზე უფრო ძლიერები არიან.

ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენს ჯგუფში ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ერთად მოხვედრა იქნება. ამასთან ერთად, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი გუნდები იქნებიან ჩვენს ჯგუფში მე-4 და მე-5 ნომრები. ისინი საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფების წილისყრა 10 მაისს, იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართება.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია 94,78
2. ინგლისი 89,53
3. ავსტრალია 86,35
4. ირლანდია 84,66
5. შოტლანდია 82,18
6. საფრანგეთი 82,00
7. სამ.აფრიკა 81,79
8. უელსი 81,36
9. არგენტინა 79,91
10. ფიჯი 76,46
11. იაპონია 74,22
12. საქართველო 72,92
13. ტონგა 71,94
14. სამოა 71,25
15. იტალია 71,17
16. რუმინეთი 70,15
17. აშშ 66,79
18. ესპანეთი 63,05
19. ნამიბია 62,78
20. რუსეთი 62,40

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
წლევანდელი ერთა თასით ყველაფერს ხაზს ნუ გადაუსვამთ თავი ქუდში გვაქ ახლა თუ არა მაშინ როდის უნდა მომხდარიყო ექსპერიმენტების ჩატარება მომავალ თაობაზე რომლებიდანაც უნდა შეირჩეს საუკეტესო 2019 წლის მსოფლიოსთვის თაობათა ცვლის პროცეცი ყველა ნაკრებს აქვს და პატარ პატარა ჩავარდნები. რუმინეთისთვის მაქსიმუმი იყო ჩვენტან თამაში ხოლო ჩვენ დღევანდელი რესურსით ბევრად მეტი შეგვიძლია რუმინეთზე.გინდ შერკინებაში და გინდ ხაზში
დათო
09:59 22-03-2017
0
რუმინეთი უფრო მონდომებული იყო.
იტალიასა და საქართვრლოს შორის ის სხვაობაა რაც საწართველოსა და რუსეთს შორის დონეებში. 10-დან 1 ან 2 თამაშს თუ მვიგებთ დღეის მდგომარეობით. ესეთი ჩანს რეალობა. თამაშით უნდა ვრთამაშოთ !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული