მილტონ ჰეიგი: ახლა ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ თუნდაც "ოლ ბლექსს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "მსოფლიო რაგბის" ახალი საერთაშორისო (სანაკრებო) კალენდრის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მსოფლიო რაგბიმ" 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საქართველოს და მეორე ეშელონის სხვა გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა, ასევე, მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა.

- "მსოფლიო რაგბიმ" ახალი კალენდარი დაამტკიცა - რა შეიცვლება საქართველოსთვის
- New Zealand Herald: "ოლ ბლექსი" თბილისში? ეს შეიძლება მოხდეს

"ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეორე ეშელონის ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისთვის.

ახალი
კალენდრის საკითხს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ბედნიერი ვარ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული და ის უკვე 2020 წლიდან შევა ძალაში.

ამას საქართველოს და სხვა მეორე ეშელონის ქვეყნების თვალით შევხედოთ - წარმოიდგინეთ, რომ ახლა 16 წლის მორაგბე ხართ და დაფიქრდით, რამხელა პერსპექტივას მოგიტანთ ეს ახალი კალენდარი სულ რაღაც 4 წელიწადში.

მაგრამ ახალი კალენდრის უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენ გვექნება პატივი, ვუმასპინძლოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, უელსი, ინგლისი, ირლანდია და თუნდაც "ოლ ბლექსი".

თუ გვინდა, რომ ყოველი შემდგომი მსოფლიოს თასი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო".

ვიდეოინტერვიუ მსოფლიოს რაგბის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მართლა ყველაფერში ასეთი უმადურები ვართ! ჩივაძე გადავაყენეთ ინგლისთან რატომ წააგეო,(ეხლა მოლდოვას ვეღარ ვუგებთ), კაცმა წინასწარ გაიყვანა ნაკრები მსოფლიო თასზე და უკვე ერთი წაგების და რამოდენიმე არც თუ კარგი თამაშის გამო უკვე ხაზი გადავუსევით, არ ყოფილა თურმე მთლად კვალიფიცირებული მწვრთნელი. არ გვეშველება არაფერი.
tttt
23:36 21-03-2017
0
მაღალ დონეზე თუ გვინდა თამაში, 1-2 კუნძულელი უკანახაზელის ნატურალიზება არ გვაწყენდა, თორე ჩვენი უკანახაზი ძალიან სუსტია, როგორც დაცვაში ისე შეტევაში...
musenbezi
22:01 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული