აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ამერიკულ ტურნეში მყოფი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ივნისის ტესტ-სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. აშშ-ისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ატლანტაში, თბილისის დროით 18 ივნისს, ღამის 03:00 სთ-ზე დაიწყება.

- მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!

პირველ მატჩთან შედარებით, ამჯერად "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, კალგარში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა (13:0).

იმ თამაშის პირველსავე ტაიმში დაშავდნენ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. მათ ნაცვლად, აშშ-ის წინააღმდეგ თამაშს ლევან ჩილაჩავა და ვიტო
კოლელიშვილი
დაიწყებენ. ორივე მორაგბე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათმა კლუბებმა საფრანგეთში, ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა ადაპტაციისთვის მეტი დრო მისცეს.

მილტონ ჰეიგის გუნდში მესამე ცვლილება უკანა ხაზს შეეხო. თამაშს გარემარბად იწყებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა.

სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელად, ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად, შალვა მამუკაშვილი ეყოლება. თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე და ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

წინა მატჩის მსგავსად, თადარიგში ახლაც 6 მორკინალი, ერთი 9 ნომერი და ერთიც უკანახაზელია.

აშშ-ის ნაკრებთან მატჩი საიუბილეოა "ბორჯღალოსნებისა" და "მონპელიეს" მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ აშშ-ის ნაკრები ნიუ-ჯერსიში ირლანდიას ეთამაშა და 19:55 დამარცხდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად ვუყურო

leqso
03:44 17-06-2017
0
თხილაიშვილის და ფეიქრიშვილის ტრავმებზე რა ხდება?
გიორგი
15:40 16-06-2017
0

სიახლეები პოპულარული