აშშ-ისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ატლანტაში, თბილისის დროით 18 ივნისს, ღამის 03:00 სთ-ზე დაიწყება.
- აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
"კანადასთან გამარჯვების შემდეგ ახლაც საკმაოდ ძლიერი 23-კაციანი რაზმი დავასახელეთ. თითქმის ყველა პოზიციაზე დიდი გამოცდილების მქონე ბიჭები გვყავს.
გარდა ამისა, გიორგი კოშაძეს კიდევ ერთხელ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასევე გვეყოლება ვიტო კოლელიშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებსაც ნაკრებში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ.
ეს მატჩი უდავოდ
აშშ სწრაფი და ღონიერი გუნდია, რომელსაც ბურთით სწრაფი თამაში უყვარს, ისევე, როგორც ჩვენ.
გააზრებული გვაქვს მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გავაკონტროლოთ ის, რისი გაკონტროლებაც ჩვენს ძალებშია", - აქვეყნებს ახალზელანდიელი სპეციალისტის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.