თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ

AutoSharing Option
თუკი 24 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინის ნაკრებთან არ წააგებს, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას - მე-11 ადგილს დაუბრუნდება.

მილტონ ჰეიგი: არგენტინა მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება

ზუსტად ერთი წლის წინათ "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთი წაუგებლად მოიარეს. ბოლო მატჩში (24 ივნისს) ქართველებმა ფიჯი 14:3 დაამარცხეს, ხოლო იაპონიამ შოტლანდიასთან წააგო - ასე აღმოვჩნდით 75,23 სარეიტინგო ქულით მე-11 ადგილზე.

დღეისათვის საქართველოს ნაკრები 73,61 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო იაპონია - 74,09 ქულით მე-11-ზე. ჩვენი უახლოესი მეტოქე არგენტინა 79,31 ქულით მე-9 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნებს" ფრის შემთხვევაში 0,87 ქულა მოემატებათ, მოგების შემთხვევაში - 1,87. ორივე შემთხვევაში, ეს საკმარისი იქნება იაპონიის გასასწრებად (რა თქმა უნდა, იაპონიის წაგების შემთხვევაში).

15-ზე მეტი ქულით მოგების შემთხვევაში (რაც ძალზე არარეალურია) საქართველოს ნაკრები 2,80 ქულას მოიმატებს და ფიჯისაც გადაასწრებს (თუ ეს უკანასკნელი შოტლანდიასთან წააგებს) და ათეულში შევა.

ივნისის ტესტებში საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უკან მყოფი კანადა (13:0) და აშშ (21:17) დაამარცხა, რისი წყალობითაც 0,69 ბალი მოიმატა და იაპონიასთან 0,48 ბალი აშორებს.

აქვე ვიტყვით, რომ, რა თქმა უნდა, არგენტინელი "პუმები" ფავორიტები არიან "ბორჯღალოსნებთან" მატჩში, რომელიც ქალაქ ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 საათზე გაიმართება.

"ბორჯღალოსნები" "პუმებს" სამჯერ შეხვდნენ მსოფლიოს თასზე და სამჯერვე დამარცხდნენ: 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015). იყო ერთი ტესტიც 2013 წელს სან ხუანში, "ბორჯღალოსნები" 18:29 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ბურთი დავიჭირეთ და ელემენტარული შეცდომები არ დავუშვით, დიდი შანსია წარმატებას მივაღწიოთ.
გულშემატკივარი
10:08 22-06-2017
0
ამერიკასთან თამაშის შემყურეს არგენტინასთან შანსი არ გვაქვს, ეს 20 წლიანები დროზე წამოიზარდონ იქნება რაგბის მსგავსი ვითმაშოთ რასაც დიდები თამაშობენ ეგ არ არის რაგბი, მიაწექია ეგ
დინამო
11:41 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული