მილტონ ჰეიგი: არგენტინა მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება

AutoSharing Option
24 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივნისის ტესტების მესამე და ბოლო შეხვედრას გამართავს, ჩვენი გუნდი არგენტინელ "პუმებს" ესტუმრება.

"ბორჯღალოსნები" უკვე არგენტინაში არიან და ქალაქ ხუხუის სტუმრობენ.

ქართველთა თავკაცი მილტონ ჰეიგი ადგილობრივ Jujuy al día-ს ესაუბრა: "ძალზე რთულ ბრძოლას ველით, ფიზიკურად მძიმეს. "პუმების" დიდი ნაწილი სუპერრაგბის ტურნირში თამაშობს, ასე რომ, დიდებული ბრძოლა იქნება.

ჩვენი მეტოქე ინგლისის ნაკრებთან ორი რთული მატჩის მერე მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება, რადგან ბოლო შეხვედრებში ამის შანსი არ ჰქონდა.

ჩვენი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა მომქანცველი სეზონი გამოიარა ფრანგულ ტოპ-14-ში. შემდეგ ერთად
15 დღე ვივარჯიშეთ და კანადაში გავემგზავრეთ. შემდეგ იყო აშშ და ახლა არგენტინა. ინტენსიურად უნდა მოვემზადოთ არგენტინასთან დაპირისპირებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენ გუნდს შერკინებაში თამაში უყვარს, მოლები, ფორვარდების შრომა და ბურთისთვის ბრძოლა", - განაცხადა ჰეიგმა.

ადგილობრივი ჩინოსნები ამ მატჩს უკვე ისტორიულს უწოდებენ ქალაქ ხუხუისა და მთლიანად პროვინციის რაგბის ისტორიაში.

გამოცემა წერს, რომ ქართველი მორაგბეები მოიხიბლნენ ქალაქის სიახლოვეს არსებული მთების სისტემის, სერანია დე ორნოკალის სილამაზით.

არგენტინის ნაკრების თავკაცი დანიელ ურკადე: "ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის დეტალები, რის გამოც დავმარცხდით ბოლო თამაშებში. ინგლისთან ორი თანაბარი, უშეღავათო მატჩი ვითამაშეთ. ვფიქრობ, უბრალოდ, არ ვიცით, როგორ მოვიგოთ ასეთი თამაშები.

საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ, რადგან უმაღლეს დონეზე დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ნაკრები ძალზე მებრძოლი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდებულად ითამაშა და ახლა ექვსი ერის პირველობაზე თამაში სურს.

დარწმუნებულნი ვართ, რომ იოლად ვერ მოვიგებთ ამ თამაშში, რადგან მეტოქის შერკინება ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ სათამაშო სტილს არ შევიცვლით.

ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს".

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ ესეთ კომრნტარებს რატო წერ? ახალგაზრდულის მწრთვნელს რას ერჩი ვერ ართმევს საქმეს თავს? ან მილტონს რას ერჩი მსოფლიოს 10 საუკეთესო მწრთვნელში შედის, კაცურად ნუ წერ სტრან კომენტარებს :)
svan-s
10:52 24-06-2017
0
მილტონა უნდა გადაიყვანოთ ახალგაზრდულ გუნდში და ეხლა უკვე სხვა ამბიციების მწვრთნელი უნდა მოიყვანოთ!
svan
12:16 21-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული