არგენტინასთან თამაშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და კომენტარი გააკეთა.
- მილტონ ჰეიგი: "შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"
- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
- "ბორჯღალოსნების" Mannequin Chalange სან სალვადორში [VIDEO]
შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მანამდე სტუმრად კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები
- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
საქართველოს და არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ყველა ჯერზე სამხრეთამერიკელებს დარჩათ. "ბორჯღალოსნებმა" "პუმებთან" სამჯერ მსოფლიოს თასზე წააგეს - 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015) და ერთხელ ტესტ-მატჩში - 18:29 (2013, სან ხუანი).
საგულისხმოა, რომ თუკი "ბორჯღალოსნები" ამჯერად არ წააგებენ არგენტინასთან, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ და მე-11 ადგილს დაუბრუნდებიან.
- თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ
არგენტინა რო დღესდღეისობით ჩვენზე ერთი თავით მაღლა დგას ამას მარტო ბრმა თუ ვერ ხედავს, მაგრამ ასეთ თამაშებში უნდა მოვიდეს ის კლასი და გამოცდილება რაც აკლია ჩვენს ნაკრებს და რაც მოიხვეჭა არგენტინამ ზე რაგბში გაწევრიანებით...
და კიდე... დამერწმუნეთ ჩვენ ბიჭებს რო რეგულარული პრაქტიკა ქონდეთ ბობოლებთან თამაშის, იმაზე ადრე ასწევდნენ სათამაშო დონეს მალა ვიდრე ეს არგენტინამ ჰქნა!
წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ღმერთი თქვენკენ!!!