დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

AutoSharing Option
ივნისის ბოლო ტესტმატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ესტუმრა და 29:45 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

ამით არგენტინელებმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს, მათთვის ეს ბოლო 11 ტესტში მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო.

მასპინძელთა მწვრთნელი დანიელ ურკადე თამაშის მერე გახარებული იყო, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა: "გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მატჩი გრძელდება 80 წუთი. ამიტომ არ ვართ კმაყოფილები, რადგან ბოლო 20 წუთი უკეთ უნდა გვეთამაშა.

თამაშზე კონტროლი მაშინ დავკარგეთ, როცა პირიქით, უნდა აგვეჩქარებინა ტემპი. დავიწყეთ ისე მოქმედება, რაც მათ სათამაშო
სტილისთვის საუკეთესო იყო. ბოლო წუთების გამო, გამარჯვებას მწარე გემო აქვს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-15 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამას ფრთები უნდა შეესხა ჩვენი მორაგბეებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. პოზიტიური ბალანსი ბოლოს ნეგატიურად გვექცა".
მკითხველის კომენტარები / 22 /
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს იმიტომ შეუყვარდა რეგბი,რომ რუსებს უგებენ. ვინც ძლიერები იყვნენ და არიან სპორტის ამ სახეობაში მათან სამარცხვინოდ აგებენ! ეს არის მწარე რეალობა.
აკაკი
23:56 25-06-2017
0
რა შუაშია რუსეთთან თამაში რაგბი მიტომ გვიყვარს როს ეს ჩვენს სისხლშია. ოთხი ლელო არგენტინასთან ეს პატარა საქმე არაა პირველი ლელო კი ზელანდიურ სტილში დავდეთ დიდი მადლობა ბიჭებს
აკაკი კაკო კაკის
01:08 26-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული