შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებისთვის" ეს ნოემბერში გამართული მესამე ტესტ-მატჩი იქნება. აქამდე მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა ნაკრებმა კანადას ანგარიშით 19:15 სძლია (იხილეთ ვრცლად) და აშშ-სთან ანგარიშით 23:25 დამარცხდა (იხილეთ ვრცლად).
სამოა, გარდა იმისა, რომ რაგბის საერთაშორისო რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფება და ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, ცნობილია საბრძოლო რიტუალით - "სივა ტაუ" და თუ ის ჯერ კიდევ არ გინახავთ, გთავაზობთ სამოას მატჩისწინა რიტუალს, რომელსაც სამოელები "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრის დაწყებამდეც გაიმეორებენ.
"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად