მილტონ ჰეიგმა პორტუგალიასთან მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიცაა, "ბორჯღალოსნები" ორშაბათიდან ადგილზე ემზადებიან.

7 თებერვალს ჩვენი მორაგბეები უნივერსიტეტის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

იქამდე კი მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმირებული დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მან ანტონ ფეიქრიშვილი იხმო, რომელიც თადარიგში დაიკავებს ადგილს. ძირითადი შერკინების მარჯვენა ბურჯი კი ლევან ჩილაჩავა იქნება. ადგილები გაცვალეს შერკინების კვაჭებმა - ჯაბა ბრეგვაძემ და შალვა მამუკაშვილმა. ამჯერად
ძირითადში მამუკაშვილი ითამაშებს.

განაცხადში არ არის მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. ძირითადში მის პოზიციაზე ვიქტორ კოლელიშვილი ითამაშებს, თადარიგში შალვა სუთიაშვილი იქნება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია.

შეცვლა მოხდა უკანა ხაზშიც. ჰეიგმა შუამარბ მერაბ შარიქაძის დასვენება გადაწყვიტა. ახალგაზრდა მორაგბის ნაცვლად გამოცდილი თედო ზიბზიბაძე იასპარეზებს, რომელიც პირველ მატჩს ტრავმის გამო დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება ლისაბონში, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

პორტუგალია:
ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე-ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე-ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა-კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე-აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +35 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1
5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0
6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 6 5 1 0 +109 24
2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23
3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18
4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7
5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6
6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური
8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუგალიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა
"ლობუშები" - "ბორჯღალოსნების" ყველაზე უხერხული მეტოქე ერთა თასზე
მკითხველის კომენტარები / 13 /
პირდაპირი არი იმედია.
PARFIUMER
08 თებერვალი 2014 09:56
0
წესით და რიგით, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ სხვა დონეზე აგდავედით, პორტუგალიას კითხვების გარეშე უნდა ვუგებდეთ. ასე რომ საინტერესოა რა იქნება ხვალ.
jondi
07 თებერვალი 2014 15:05
0
უსუსტესი გუნდია ეს პორტუგალია, ადრე ინტერვალებში მაინც შედიოდნენ მაგათი ბეკები. ახლა მაგასაც ვეღარ აკეთებენ და განდაგან დარბიან. მიმხდომი დაცვა ვეთამაშოთ და გარემარბები ცოტა შიგნით შევწიოთ მოედნის სიღრმეში, რომ გადმოკიდებული ბურთი სწრაფად აიღონ. შეეცდებიან მესამე ზონაში გააკეთონ გარღვევა, მაგრამ ჩარეკავენ ბიჭები უპრობლემოდ. შეტევაში 10-12 არხში მიუშვით ჩვენი მესამე ხაზი და მაგათი დარტყმების მერე ნახავთ, რამხელა დაუცველი ადგილები გამოჩნდება.მინიმუმ 20 ქულას გაუკეთებენ ლობუშს.
ასპიდი
07 თებერვალი 2014 14:55
0
პორტუგალიის სერკინება ბელგილეებზე ცოტა სუსტია მაგრამ ხაზი უფო ძლერი, რეიტინგში პორტუალია 22-ზეა ბელგია კი 27-ზე მარგამ დაშორება 4 ქულაა. ანუ გინდები თითქმის ერთი დონისანი არიან წინა წელსაც ბელგიამ უფრო დიდი სხვაობებით წააგო კონკურენტებთან ვიდრე პორტუგალიამ, ერთმანეთში 6 ქყლით მოიგო პორტუგალიამ ლისაბონსჰი, ანუ არ არის ისე რომ ბლგიაზე ბევრად ძლიერს ვეტამაშებით, მოვუგებთ. კარგი იქნება თუ მშრალზე და პრემიალურით
xuligana
07 თებერვალი 2014 14:37
0
გიორგი თხილაიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, ჩემი აზრით მეთი სათამაშო დრო უნდა დაეთმოს
ლელო
07 თებერვალი 2014 14:26
0
რეზო110 (შალვა73) -ს
მადლობა, რომ არ დაგიმალოთ მე პირიქით თქვენგან ველოდები ხოლმე იმ კომენტარს და ანალიზს, როემლიც უბრალოდ გულშემატკივრის ანალიზს აღემატება და ალბათ ყოველთვის გასათავლისწინებელია.

იმედია ხვალ კარგი თამაშის მომსწრენი ვიქნებით და პრემიალურ ქულასაც დავიმსახურებთ
GiorgiG83
07 თებერვალი 2014 14:19
0
GiorgiG83-ს. როგორც ყოველთვის ახლაც რაგბის ღრმა მცოდნე და გულშემატკივარი ადამიანის კიომენტარია. ძალიან მაინტერესებს ზუსტად პორტუგალიასთან ჩვენი უკანა ხაზი რას იზავს, თან შარიქაძეც როცა დაასვენა ჰეიგმა. შერკინებას რაც შეეხება , მათი ძალა იმათმაც იციან და ეგეც საინტერესოა რას მოიფიქრებენ, რაღაცას კი ნამდვილად დაგვიპირისპირებენ. რას ეგ რომ ვიცოდე ....მოკლედ ძალიან მაინტერესებს რა იკნება. გული ცუდს არ მიგრძნობს, მაგრამ რაღაცა მთლად მშვიდადაც ვერა ვარ მაინც. არავითარ შემთხვევაში უდისციპლინა არც სათამაშო და არც ინდივიდუალური. ვატომ თავი უნდა შეიკავოს ხოლმე, აღარ ეკადრება, როცა შენ ძალაში და მორევაში დარწმუნებული ხარ უფრო დამთმობი ხარ და ნუ იფიქრებს იმას, რომ ვინმეს თვალში დამცირდება. მაგრამ გამოსავალი თუ აღარ არის ეგ სხვა საქმეა. ამ თემაზე საუბარიც კი არ მიმაჩნია სერიოზაულად, მაგრამ მაინც
რეზო110
07 თებერვალი 2014 13:22
0
თხოვნა რედაქციას

აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია:

დავით ზირაქაშვილის
ვასილ კაკოვინის
მამუკა გორგოძეს

ტრავმებთან დაკავშირებით, რამდენად იქნებიან ეს ბიჭები რუსეთთან და რუმინეთთან

და როდისთვის არის დავით ქუბრიაშვილის გამოჯანმრთელება ნავარაუდევი
GiorgiG83
07 თებერვალი 2014 13:11
0
უსახსრობას რა ვუთხარი თორემ რამდენი სიამოვნებით გაყვებოდა ბიჭებს საგულშემატკივროდ
d.k.
07 თებერვალი 2014 12:31
0
მეც მგონია,რო ჰეიგის ხელი პორტუგალიაში შეეტყობათ ჩვენებს და მასტერკლასს ჩავუტარებს!!!ლელო,ლელოოო,საქართველოოოოო!!!ესპანეთიდანაც უნდა გადავიდნენ,ვისაც შეუძლია,სავსეა ბარსელონა ქართველებით,მიდით ლომებოოოოოო!!
davidbe
07 თებერვალი 2014 11:54
0

სიახლეები პოპულარული