საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მეორე მატჩი სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ანგარიშით 34:9 გაიმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც პედრო ავილას არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და მანაც
დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც, როგორც პირველში, საჯარიმოს დარტყმის უფლება მასპინძლებმა მოიპოვეს და ავილამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა ამას ორიოდ წუთშივე უპასუხა კვირაკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი - 20:6.

53-ე წუთზე ავილამ მესამედაც იხეირა საჯარიმოთი და ანგარიშში სხვაობა კვლაც შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-60 წუთისთვის მეორე ლელოც გაიტანეს.

შეტევის მარცხენა ფრთაზე კვირიკაშვილმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა - 27:9.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. თამაზ მჭედლიძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, გაირბინა მეტოქის მოედნის ლამის მთელი ნახევარი, შეტევა კი ლელოთი დავით კაჭარავამ დაასრულა. "მეკომ" რეალიზაცია ზუსტად დაჰკრა და 34:9 - "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ მოასწრეს და საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

ევროპის ერთა თასის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 3:34 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს და ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდნენ.

შინ მოუგო ესპანეთის ნაკრებმა ბელგიას - 11:6.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
გაიხარეთ,გაგვახარეთ,გაგიმარჯოთ!!!!!!
DITO
09 თებერვალი 2014 07:47
0
თამაში არ ვარგოდა.საშუალო დონეზეც არ უთამაშია არავის, განსაკუთრებით სცოდავდნენ მესამეხაზელები და გამომტანი(9 ნომერი)
ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრებმა შეიძლება ძალიან ცუდად ითამაშოს და საქართველოს მოუგოს;ვინმე შეაქებს?
ასა
09 თებერვალი 2014 05:38
0
პირველი ლელო გაიტანა თედო ზიბზიბაძემ და არა დიმა ბასილაიამ გაასწორეთ
Erekle
09 თებერვალი 2014 00:47
0
მეც ეგრე ვთვლი - კარგია, რომ პორტუგალიასთან მოგება ეჭვგარეშეა, მაგრამ ასეთი თამაშით ჯერ აშკარად შორს ვართ იმ დონისგან რასაც ტონგა, ფიჯი, იტალია და შოტლანდია გვთავაზობს.
ფაქტია ჯერ სამუშაო ძალიან ბევრია.
იმედია დარცენილი 3 თამაში უფრო მაღალი ხარისხის იქნება
GiorgiG83
08 თებერვალი 2014 23:36
0
ბიჭებო გილოცავთ, რა თქმა უნდა მაგრამ ნოემბრის ტესტ მატჩებზე თქვენს მიერ თამასა ისე მაღლა აიწია და ისეთი მაღაკი დონის რაგბი ვიხილეთ, რომ გაცილებით უკეთესად თამაში გვმართებს, რომ აუცილებლად მოვუგოთ რუმინელების ზალზედ ძლიერ ნაკრებს და პირველ ადგილზე გასულები ახალ ზელანდიასთან ერთად მოვხვდეთ ჯგუფში.....
ზვიადი
08 თებერვალი 2014 22:52
0
ძალიან ადვილი მოგება თამაშით, რომელიც რბილად რომ ვთქვათ იდეალურისგან საკმაოდ შორს იყო. მადლობა ბიჭებს, მაგრამ აშკარად უკეთესად თამაში გვმართებს.
წინ საქართველო!!!
shalva73
08 თებერვალი 2014 22:35
0
გენაცვალეთ ბიჭებო. მაგრები ხართ.
MM
08 თებერვალი 2014 21:34
0
გილოცავთ ბიჭებო! მაგრები ხართ. ისე მივეჩვიე მუდმივ გამარჯვებებს, თქვენს წაგებას ვერ გადავიტან:) ღმერთი თქვენსკენ ნაგარო ბიჭებო!
mamuka
08 თებერვალი 2014 21:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული