როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ

AutoSharing Option
22 თებერვალს საქართველოს ნაკრები ერთა თასის მორიგ მატჩში, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპია, ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს გაინაღდებენ.

21 თებერვალს რუსი "დათვები" "დინამო არენაზე" ვარჯიშს 15:00 საათზე შეუდგებიან, ხოლო პრესკონფერენციას 16:30 საათზე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართავენ. "ბორჯღალოსნები" პრესკონფერენციას 16:45 საათზე გამართავენ, ხოლო მინდორზე 17:00 საათზე შევლენ.

* * *
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

რუსებთან შეხვედრაში
ძირითადში დაიწყებენ თამაშს პირველხაზელები - ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი). უცვლელია მეორე ხაზი. სამაგიეროდ, მესამე ხაზში დაგვიბრუნდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე (მონპელიე). შესაბამისად, გიორგი ჩხაიძემ (ტარბი) სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

უკანა ხაზში ერთი ცვლილებაა: ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა შუამარბი მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), გამოცდილი თედო ზიბზიბაძე (პერიგო) კი გუნდის თამაშის გაძლიერებას შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეეცდება.

საბრძოლო რაზმი დაასახელა რუსეთის ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმაც. განაცხადში ქართული წარმოშობის მორაგბეები, ვასილ კვერნაძე და ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები არ არიან. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დათვები" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით გვეწვივნენ.

ძირითად გუნდში ყველა საკვანძო მოთამაშეა. ესენია: ფულბეკი ვასილი არტემევი, შუამარბი ალექსეი მაკოვეცკი, მგეზავი იური კუშნარიოვი, მესამეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი და მეორეხაზელი კირილ კულემინი.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს, რომელიც ეროვნულ სტადიონზე 22 თებერვალს, 17 საათზე დაიწყება, რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე დაესწრება.

ცოტა რამ ისტორიიდან: აქამდე "ბორჯღალოსნებსა" და "დათვებს" შორის 17 მატჩი გაიმართა. აქედან ჩვენმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დასრულდა.

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ლაშა მალაღურაძე.

რუსეთი:
15. ვასილი არტემევი, 14. ანდრეი ოტროკოვი, 13. დიმიტრი გერსიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. იგორ გალინოვსკი, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ვლადისლავ კორშუნოვი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ოსტრიკოვი, 7. ანდრეი ტემნოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
16. სტანისლავ სელსკი, 17. სერგეი სეკისოვი, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ ბუტენკო, 20. ალექსანდრ ხუდიაკოვი, 21. ანტონ რიაბოვი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. ვლადიმირ რუდენკო.

ევროპის ერთა თასი 2014. III ტური
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-პორტუგალია

ერთა თასი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +60 9
2. რუმინეთი 2 2 0 0 +55 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +2 5
4. რუსეთი 2 1 0 1 -28 4
5. ბელგია 2 0 0 2 -40 1
6. პორტუგალია 2 0 0 2 -49 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 7 6 1 0 +134 28
2. რუმინეთი 7 6 1 0 +104 28
3. რუსეთი 7 4 0 3 -34 18
4. ესპანეთი 7 1 2 4 -55 10
5. პორტუგალია 7 1 1 5 -70 7
6. ბელგია 7 0 1 6 -79 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსებთან დიდ სტუმრიანობას ველით - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში [PHOTO]
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრე პავლე ერქვა, რუსებმა პაველად გადააკეთეს და ახლა ვასილად?
გიორგი
17:07 21-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული